ძალიან მომწონს ჯონ სინგერ სარჯენტის როსინას გულწრფელი ღიმილი, უცნაური შარმი აქვს, მართლაც: ის სარჯენტის უმთავრესი მუზა იყო. როსინა ფერარა 1861 წელს იტალიაში, კუნძულ კაპრიზე დაიბადა. თავისი არაბულ-ბერძნული ტიპის გარეგნობით სარჯენტის გარდა, მე-19 საუკუნის არაერთ მხატვარს შთააგონებდა; ერთ-ერთი მათგანის – ჯორჯ რანდოლფ ბარსის მეუღლეც გახლდათ.
მე-19 საუკუნის მწერლები და მხატვრები საკუთარ მუზებს კაპრიზე პოულობდნენ – ეს კუნძული მთელს ევროპაში ეგზოტიკური სილამაზის ქალებით იყო განთქმული.
სარჯენტი კაპრიზე 1878 წელს ჩავიდა. როდესაც 17 წლის როსინას სურათი ნახა, გოგონა პანტერას თვალებიან, ელფის მსგავს, მთელს კაპრიზე ყველაზე ველურ და მოქნილ არსებად დაუხასიათეს. მხატვარმა ის კუნძულზე გატარებული ერთი წლის მანძილზე 12-ჯერ დახატა.
როსინას ერთადერთი შვილის მამად კუნძულზე ჩასული ბურბონთა სამეფო ოჯახის უცნობი წევრი მიიჩნეოდა. გათხოვების შემდეგ გარდაცვლილი დის შვილი იშვილა და ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა.
25-31 ოქტომბერი.
Monday, October 25, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
11 comments:
kargi istoria hqonia rosinas da lamazi iqneboda, rogorc tilodan chans :)
როგორც ახლა ვნახე ინტერნეტში, კუნძულ კაპრის სახელწოდება, ერთ–ერთი ვერსიით წარმოსდგება სიტყვისგან თხა, რაც მგონი ნამდვილად შეეფერება. როსინაც ზუსტად ცელქი თხასავით გამოიყურება. :) და საერთოდ რა საინტერესო კუნძული ყოფილა.
* ბაბისა, მეც ასე ვფიქრობ :)
* ჯორჯ, არ ვიცოდი კაპრის სახელწოდების სავარაუდო განმარტება. ჰო, საინტერესო და ძალიან ლამაზიც მგონია...
ცელქი თხასავით :))
როგორი სახასიათოა... ^_^
<3
მაგარია. არ ვიცოდი ეს მხატვარი
არადა ტილოდან შარმი იშვიათად თუ იგრძნობა ხოლმე :) <3
* გიო, ჰო <3
* ნინა, მართლაც იშვიათია :) <3
ვაიმე როგორ მომეწონა ეს ნამუშევარი
რა ძალიან მსუბუქია, ჰაეროვანი
და ძალიან დადებითი.
ჰო, ზუსტად :)
ფოტოგრაფიას უფრო ჰგავს, ისეთი რეალურია.
კი, რეალური :)
Näin blogien välityksellä on hieno tutustua toisten maiden kulttuurin ja ihmisiin. Tule sinäkin katsomaan Teuvon kuvat blogi ja kerro myös kaikille sinun ystävillesi miksi kannattaa käydä katsomassa Teuvon kuvat blogi. Samalla saadaan teidän maanne lippu nousemaan korkeammalle minun blogissa. Jouluterveisin Teuvo Vehkalahti Finland.
Post a Comment