Saturday, October 30, 2010

I did it :)

დღეს გამოცდა ჩავაბარე – რამდენიმე დღეში მართვის მოწმობას ავიღებ...
გამთენიისას, სიზმრად ძალიან მინდოდა ტელეწამყვანად მუშაობა. სამსახურში აყვანის აუცილებელი პირობა მანქანის მართვის ცოდნა იყო. დიდი მონდომებით ვმართავდი და მანქანა ვერაზე, ჩემს ძველ ეზოში გავაჩერე. რამდენიმე საათში მართლაც მიმიღეს "სამსახურში" :)
ვინც გასვლას აპირებს, მინდა სიმშვიდე ვუსურვო და ვურჩიო – შესაბამისად, ცდაც წარმატებული იქნება. პირველ გამოცდაზე აბსოლუტურად მშვიდი ვიყავი, თეორიის საუკეთესო შედეგით (30/30) ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული გამოცდა აღარაფრად მიმაჩნდა. თან მასწავლებლისგანაც ძალიან გამხნევებული ვიყავი. ყველაზე მოულოდნელ ადგილზე და მოულოდნელი მიზეზით ჩამჭრეს. ბოლო მომიღო წარუმატებლობამ – იმ განწყობის მერე მიწაზე დანარცხებას უდრიდა. და გამიჩნდა შიში.
დღეს უმშვიდესი გამომცდელი შემხვდა – აი, ბუნებრივად ასეთი ნატურა და მეც გადმომედო მისი სიმშვიდე. დილითაც შედარებით აუღელვებელი გავედი შინიდან. მოკლედ, ისევე ვმართე, როგორც გაკვეთილებზე...
პრაქტიკულზე სიარული ხომ წვიმაში მიწევდა და დაემთხვა – გამოცდაც ასეთ დღეს ჩავაბარე. ვატყობ, მომავალში წვიმიან ქუჩებში სიარულიც მეყვარება :)

მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო, ვინც გამოცდაზე გასვლას აპირებს. მთავარია, არ იღელვოთ :)

11 comments:

Nina Gorecki said...

რა მაგარია ასეთი რაღაცების გადალახვის მერე კმაყოფილებას და სიხარულს რომ გრძნობ :)
კიდევ ერთხელ გილოცავ :)

Keti said...

მართლაც, არაჩვეულებრივი გრძნობაა! :)
მადლობა, ნინა! :)

Clown said...

გილოცავ ქეთი :*

Keti said...

გიო :* მადლობა!

babisa said...

gamaxsenda, rakargi grznoba iyo da rogor mixaroda
hoda kidev gilocav:)

Toma said...

გილოცაააააააააავ! :)

როგორც იტყვიან ხოლმე სულ მწვანეზე გევლოს :)

Keti said...

ბაბისა, ტომუშკა,
მადლობა :) :**

ჯორჯ პაიკი said...

ხოდა, რამდენჯერაც მიხაელ შუმახერის ბოლიდის საბურავი დატრიალებულა, იმდენი არაჩვეულებრივი გრძნობა განგეცადოს!!!

Keti said...

ჯორჯ!.. დიდი მადლობა!! :)

Anonymous said...

გილოცავ ქეთ!!!
ამაში დარწმუნებული ვიყავი ;)

Keti said...

ანდონ :)) მადლობა!