Friday, December 31, 2010

გილოცავთ

რაღა დარჩა "ჯადოსნურ" შუაღამემდე? სულ რამდენიმე საათი. წინასაახალწლო დღეებში და, საერთოდ, დეკემბრის თვეში გასულ წელზე მეფიქრება ხოლმე. ხელისგულზე ჩანს მთელი წელი – გადადგმული ნაბიჯებით, სიტყვებით, ადამიანებით, მიღწეული თუ ვერშეძლებული ჩანაფიქრებით, მოსმენილით, ნანახით... და თავისთავად ჯამდება, ერქმევა "კარგი" ან "არც ისე კარგი", თუმცა არა რომელიმე წელს – ნომრით რაღაც ციფრი, რომელიც ასეთად აქცია ტრადიციულ-სიმბოლურმა დახვედრამ, არამედ ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთს, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც მე ვიყავი; მაგრამ ანტურაჟსაც აქვს მნიშვნელობა, ჩვენს თანამდგომებსაც, ჩვენგან თანადგომასაც, შესაბამისად, რაღაც შედგება, რაღაც – ვერ...
შეფასებებს ყოველთვის ჩემთვის ვიტოვებ, არ მიყვარს მათი ღიად ჩამოწერა. ჩვენს ნებისმიერ წელს კი ახლავს ლამაზი დღეები, შეგრძნებები, სიხარულები და ამ საღამოს მათ სიამოვნებით ვიხსენებ, – ამ საღამოს თვალები უნდა იღიმოდეს :)

ყველას გილოცავთ ახალ წელს,
ბედნიერი დღეების სიუხვეს გისურვებთ,
სიკეთე და სიხარული არ მოგკლებოდეთ!

13 comments:

ჯორჯ პაიკი said...

გილოცავ!

Arsen said...

მეც... მეც გილოცავ!!!!!!!!)

Keti said...

ჯორჯ,
არსენ,
დიდი მადლობა! :))

Anonymous said...

ქეთი გილოცაააავ! :)) მიხარია, რომ შენს ბლოგთან ერთად არაერთი სასიამოვნო განწყობა შევიქმენი 2010–ში და მიხარია წინასწარ, რომ 2011–იც ასეთივე იქნება! :))

Nina Gorecki said...

გილოცაავ სულ ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს შენთვის და შენი ბლოგისთვისაც. Love u both ))) :*

Keti said...

* ანდან, დიდი მადლობა :) იმედია, მომავალშიც ასე იქნება :))

* ნინა, დიდი მადლობა :*
<3

babisa said...

warmatebuli da xalisiani 2011 gqonodes :*

სოფი שרה Golden said...

დიდი სიამოვნებით შემოვიხედავდი შენთან, როგორ შეხვდი ახალ წელს და როგორ იღიმებოდი :) ასე წარმომიდგენიხარ, რომ სულ თბილად იღიმი.
შენც გილოცავ ახალ წელს – ბედნიერება და სიხარული, ჯანმრთელობა და სიყვარული გქონოდეს – ამაზე უკეთესი რა შეიძლება არსებობდეს!!!

Keti said...

* ბაბისა, დიდი მადლობა, შენც ასევე :*

* სოფი :)) რა თბილი ხარ :) დიდი მადლობა, ამაზე უკეთესი მართლაც არაფერია! იგივეს გისურვებ მთელი გულით <3

Toma said...

იქით მოგილოცეეე :)
მაგრამ აქეთაც გილოცავ :)
მინდა რომ იყო ბედნიერი და გახარებული :)
ისეთი გახარებული რომ სახეზე სუუუუუუუულ ღიმილი დაგთამაშებდეს :)

nastasia said...

დაე იღომოდნენ ღიად :)

მრავალს :)

Keti said...

ტომუშკა :* დიდი მადლობა! :)
შენც ასევე <3

Keti said...

ნასტასია, დაე :* <3