Monday, February 7, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ამ ნახატს მოუწყენლად ვათვალიერებ. არ ვიცი, რა უფრო მიზიდავს: შუქ-ჩრდილები (განსაკუთრებით ქუდსა და ზურგზე), ფერები, ქალის სხეულით გამოხატული ემოცია, წყვილი კონკრეტულ ანტურაჟში, გარემო – მათგან დამოუკიდებლად თუ ნახატის შექმნის პერიოდის (1922 წ.) ნიუ-იორკსა და ურთიერთობებზე ფიქრი...
საერთოდ კი, ედვარდ ჰოპერი მომწონს. დღეს გამოსაფენად მის რამდენიმე ნახატზე ვფიქრობდი, მაგრამ მეტყველმა ზურგმა და წითელმა ქუდმა გადაწონა.

ცოტა რამ ჰოპერზე
(რა უცნაური დამთხვევაა: ახლა, ეს ჩანაწერი რომ ვიპოვე, თარიღს დავხედე – პირველად თითქმის ანალოგიურ პერიოდში გამომიფენია. ჩემი "თებერვლის" მხატვარია, როგორც ჩანს).

7-13 თებერვალი.

4 comments:

ჯორჯ პაიკი said...

რა კარგი ნახატია. არ ვიცი რამდენად კომპლიმენტი იქნებოდა ავტორისთვის ჩემი სიტყვები, მაგრამ ასე მგონია რომ კინომატოგრაფიულ კადრს ვუმზერ – წამიც და ყველაფერი ამოძრავდება.

Keti said...

ალბათ იქნებოდა :)
მე ვერ ვიპოვე ეს შედარება, მაგრამ მსგავსი განცდა დამიტოვა ნახატმა. ალბათ ამ ნამდვილობის გამოც ვერ მოვწყდი.

Sophie שרה Golden said...

მე ზურგი მომწონს ამ ქალის, ფერებიც და წითელი ქუდიც... უცებ წარმოვიდგინე, რომ მე ვარ :)

Keti said...

სოფი :)