Sunday, February 20, 2011

* * *


თოვს. თბილისში ჩვეული დროით დადგა ზამთარი – თებერვლის შუარიცხვებიდან. ამ დროს, ბოლო წლებში მაინც, ყოველთვის მოდის თოვლი – ხან "ერთი მუჭა", ხან ისეთი, დღეს რომ დაგვხვდა – მსუყედ დადებული. თოვლის ცქერა (ისიც, თოვის – პროცესის) მხოლოდ ფანჯრიდან თუ მიყვარს, ასე რომ, დღეს გარეთ ცხვირის გაყოფას არ ვაპირებ და ხვალინდელი გასვლის აუცილებლობასაც უხალისოდ ველი..

10 comments:

Nina Gorecki said...

რა ლამაზი ფოტოა :)
სადღაა თოვლი :/ ისე, მეც ფანჯრიდან ვუყურებ. სხვა რა გზა მაქვს, საგუნდაოდ არასოდეს არავინ მომყვება :/

Keti said...

:)
ჰო, როგორც იცის ხოლმე, უკვე ჭყაპად იქცა..

Kate said...

თბილისში რათქმაუნდა არასოდესაა ლამაზი თოვლი. :(((

babisa said...

ho, tbilisshi ase icis, dadnoba da chyapi. ise ki rom cherdebodes da tovliani qalaqi gvqondes xolme, amaze kargi araferi iqneboda :)))

Kate said...

მართალი ხარ.


ოღონდ ამასთანავე ტრანსპორტს რომ არ უჭირდეა გადაადგილება. :)))

Keti said...

ქეთ, ბაბისა,
ასეა. თბილისში არ მიყვარს მეც :)

Sophie שרה Golden said...

რა თბილი თოვლია :) მიყვარს დათოვლილი თბილისი. სიმართლე ვთქვა, დათოვლილი ყველა ქალაქი მიყვარს.
აქ აღარ თოვს, სასწაული ყინვები და მზეა.
შენს ბლოგზე ისეთი კარგი აურა შემოიტანა ამ თოვლმა, რომელიც მთელი ზამთარი აკლდა, მგონი. ხო ხვდები? :)

Keti said...

სოფი, უკვე ისეთი იშვიათობაა დათოვლილი თბილისის ნახვა :) აი, ამ თოვლმაც მხოლოდ ნაშუადღევამდე გასძლო..
მიგიხვდი და გეთანხმები :)

Toma said...

ძალიან მიყვარს დათოვლილი თბილისი :)
და ასე მგონია თბილისს რომ თოვლი უხდება ისე არც ერთ ქალაქს უხდება თოვლი :)

Keti said...

რა საინტერესო რამ თქვი :) მე არ შემიძლია თბილისი ბევრ თოვლიან ქალაქს შევადარო, სიტყვაზე გენდობი :)