Sunday, October 2, 2011

ერთი ტონით მაღალი


არ ვიცი, რა ხიბლი აქვს თხილის პოვნას, როგორ ახერხებს ეს მოქმედება ჩემში ენდორფინის თუნდაც მცირე რაოდენობით გამომუშავებას. ბავშვობიდან ასეა – თხილის პოვნა მახარებს. მიყვარს თხილის ხე – გაზაფხულობით, როცა "ჯინჯილებით" ირთვება და, განსაკუთრებით, ამ სეზონზე. მძიმე კვირის ბოლო საღამოს რომ უკეთესი განწყობა მაქვს, მისი დამსახურებაც არის, ქალაქიდან გასვლის გარდა.

ჩემი თხილის ხე

4 comments:

babisa said...

ai povnis sixarulisa ra gitxra, მაგრამ კრეფის,გატეხვისა და ჩაგემრიელების ამბები მომწონს მეც ნამეტნავად, თხილის ხეც მიყვარს, ბევრი ბუთქუნა ,დაბრაწული თხილით რომაა სავსე :))

Keti said...

ჩვენ ერთი მაღალი ხე გვაქვს და ვერ ვკრეფ, ძირითადად ვპოულობ ხოლმე :)) დანარჩენიც მიყვარს :)

Tamara said...

რააა ლამაზიააა და რა გემრიელიიი :)

Keti said...

:))