Monday, June 29, 2009

ერთი კვირა, კედელზე

მშვიდი სახე აქვს და მგონია, ხმის ტემბრიც ასეთი ექნებოდა – დაბალი, აუღელვებელი; ნაბიჯები – უხმაურო.. მისი კაბა კი, ვარსკვლავებიან ცას მაგონებს.
ციმციმ.
კლიმტს მივუბრუნდი, ჩემს კლიმტს.. :)

29 ივნისი–
5 ივლისი.

3 comments:

Toma said...

როგორ მიყვარს კლიმტი, თუმცა მისი ყველა ნამუშევარი არა.

Sophie שרה Golden said...

უნდა აღვნიშნო, რომ კლიმტის შესახებ სულ რამდენიმე თვეა, რაც შევიტყვე :| მხატვრობაში როგორ ვერკვევი, ადრეც გითხარი, მგონი... ჰოდა, ერთმა ბავშვმა (13-14 წლის) მითხრა, კლიმტის "ქალი" ნახე, მოგეწონება, რაღაც შენებურიაო... ვნახე და გავოცდი, მართლა "ჩემი" აღმოჩნდა. ჰო, ახლა კიდევ აქ... მომწონს ძალიან. მადლობა, ქეთი. შენს ბლოგზე შემოვდივარ და აქ სულ სხვა სამყაროა, სულ სხვა. ასე გააგრძელე, საყოფაცხოვრებო არ გახადო ბლოგი :) ეს ისე, ჩემი სურვილია, მეტი არაფერი :)

Keti said...

* ტომუშკა, რამდენიმე ნახატი მეც სხვებზე ნაკლებად მომწონს და ეს მხოლოდ კლიმტთან არ ხდება..

* სოფი, რა მნიშვნელობა აქვს – როდის. მთავარია, იპოვე ის, რაც მოგეწონა :) და მადლობა შენ, რომ ასე – ჩემ ბლოგზე.. მიხარია :) საყოფაცხოვრებო თემებზე წერა კი, უბრალოდ არ მომწონს და არც მეხერხება.. :*