Thursday, June 4, 2009

ხმები

შუადღის მერე ხმები არ ამომდის ყურებიდან – განწირული და გაბრაზებული და ტკივილიანი. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ნუ, ეს ფანჯრამდე ვიდრე მივაღწიე.
მერე..
ერთი ძაღლი – შავი, პატარა, მისი მეგობრის დამჭერს უყეფდა. ალბათ გაქცევა არც უფიქრია, შორიახლო დარბოდა. მერე არ ვიცი. ვერ გავუძელი და გავედი.
ერთხელ ვნახე სიუჟეტი, თუ როგორ კლავენ ამ ძაღლებს. ეს ხმები და ის კადრები დამდევს. და უმწეობის გრძნობა.
ახლა კი, შინ მოსულს, კატენის ბლოგზე იგივე თემა დამხვდა!
ამ ერთი დღისთვის მეტისმეტია..
> ნახეთ, იქნებ დაეხმაროთ

5 comments:

Katten försvann said...

:(

Khatia said...

ეს რა უბედური ქვეყანაა, ყველა ტრაგედია ჩვენთან უნდა დატრიალდეს? ადამიანებს გული სადა აქვთ? აქ აუარება ცხოველები დაფრინველები რომ მხვდებიან გზაზე, სულ იმას ვფიქრობ, როგორ არ იციან რა ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობენ :) თორე მაგათი ჭაჭანი არ იქნებოდა :)

Keti said...

ჰო :(
მახსოვს, მანდ ოკეანის ბინადრებზეც ფიქრობენ..

აქაურმა ცხოველებმა რომ იცოდნენ, კანადაში როგორ გაუმართლებდათ, გული დაწყდებოდათ :)

zurriuss said...

მე მყავდა ერთი ლეკვი. სახელი, მგონი, რემბო ერქვა... ჰოდა როცა პატარა იყო, სახლში ცხოვრობდა ჩვენთან. კარებთან უყვარდა ჩაცუცქვა. რამდენს გავაღებდით კარებს, იმდენი თათებში ხვდებოდა და ისე საცოდავდ წკმუოდა... ახლაც რომ მახსენდება 20 წლის ბიჭს ცრემლები მადგება თვალებზე...
ცოოოოოოოოოოდოა ლეკვი :(

Keti said...

შემეცოდა შენი რემბო :(