ამ იდეის აღწერამდე კიდევ ერთი ახალი ბლოგი რომ არ ვახსენო, არ შემიძლია. ანი ონლაინ აპირებს დისერტაციისთვის (რომლის თემაც ნიუ–მედია იქნება, კერძოდ ქართული ბლოგინგი) კვლევის ჩატარებას. მშვენიერი აზრია, ასევე – ორიგინალური. ჩემი გადაწყვეტილების ინსპირირება კი ფაქტია, დათოს ბლოგიდან წამოვიდა (რაც ცოტა ხნის წინ მეგობრის მიერ მენეჯმენტის ანა–ბანაზე ნათქვამი რამდენიმე სიტყვის გახსენებამაც გაამყარა). ალბათ ყველაფერი "სახლის" ბრალია..
რომელი სახლი? მაშ ასე:
ვიქნები პირველი, ვინც ონლაინ "დაბეჭდავს" წიგნს. ანუ: აღვწერ ყველა წვრილმანს, რისი გათვალისწინებაც კრებულის გამოცემისთვის გავლილ გზაზე მომიწევს. მთელი საღამო ვფიქრობდი ამ იდეაზე და პროცესის საჯაროდ წარმართვის დადებითი მხარეების შესახებ რამდენიმე დასკვნაც გავაკეთე. მგონია, რომ ეს:
- დაეხმარება ავტორებს, რომლებიც პირველი წიგნის გამოცემაზე ფიქრობენ და ვისაც, ჩემს მსგავსად, სიტყვის საქმედ გადაქცევის პროცესის ამუშავება აბურდულ გორგალში ძაფის წვერის ძებნას აგონებთ;
- რაც მთავარია, დამეხმარება მე, რადგან ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, იმ საქმის წამოწყება, რაშიც გამოუცდელი ვარ (და შესაბამისად, ძნელად მეჩვენება), მიჭირს. სტარტის საჯაროდ გამოცხადება კი, ჩემთვის უკვე ნიშნავს რეალური ნაბიჯის გადადგმას და იმასაც, რომ უკან ვეღარ დავიხევ :)
- გარკვეულწილად დამეხმარება კრებულის პიარისთვის. საკუთარი შემოქმედების რეალიზაციის შესახებ რამდენიმე ხნის წინ დაწერილ წერილში პირველ პუნქტად გამოტანილი ინტერნეტრესურსების გამოყენების საკმაოდ საინტერესო ხერხად (წარდგენის ერთ–ერთ ფორმად) ახლა წიგნის ონლაინ შექმნის იდეასაც ვთვლი.
რაც შეეხება ონლაინ პროცესს: თავიდან ვიფიქრე, რომ ცალკე ბლოგი გამეხსნა, მაგრამ რამდენიმე საიტის მართვას მირჩევნია აქ ვწერო. დაინტერესებული მკითხველი ბლოგის ზედა, მარჯვენა კუთხეში განთავსებული ამ ბანერის (იქნებ მოგვიანებით შევცვალო)
საშუალებით თემაზე დაწერილი ყველა პოსტის პოვნას შეძლებს. წერას ყოველი ახალი ქმედების შესაბამისად განვაახლებ. მოვყვები დიზაინის, მასალის და ყველა სხვა ნიუანსის შესახებ.
რაკი კრებულის გამოცემაზე ფიქრს მთლად ნულიდან არ ვიწყებ, სულ ცოტა ხანში მოგიყვებით იმაზე, რაც აქამდე გავაკეთე; ასევე – სექტემბრამდე მოსაგვარებელ საქმეებზეც..
ჰო, იმედი მაქვს, პროცესის განმავლობაში ჩემს სცენაზე კაცის ბჭობისა და ღმერთის ჩაცინების ამბავი არ გათამაშდება. გეგმებზე ღიად საუბარს ყოველთვის თავს ვარიდებ ხოლმე, მაგრამ ახლა მგონია, რომ ეს სულ სხვა შემთხვევაა და ამიტომ, თამამად ვაქვეყნებ ჩემს პირველ პოსტს :)
11 comments:
bevri,bevri carmatebebi qeti :)
მშვენიერი იდეაა, უკან დასახევი გზა აღარ გაქვს :))
ჩვენ კიდევ მხარს დაგიჭერთ და რჩევებსაც მოგცემთ თუ დაგჭირდა :*
* ნასტასია, დიდი, დიდი მადლობა! :)
* ნათი, ასეა, აღარ მაქვს :))
დიდი მადლობა და რჩევები კი, რა თქმა უნდა, დამაინტერესებს :)
ძალიან კარგი იდეაა და მგონი მკითხველებიც შედეგებით მონუსხულები ვართ და რაც მთავარია უკან დასახევი გზა შენთვის ჩაკეტილია, მხოლოდ წინ :) წარმატებებს და თვალს გადევნებთ :)
ხატია, დიდი მადლობა! მიხარია.. :)
ვნახოთ, რა გამოვა :)
კარგი იდეაა :)
და რათქმაუნდა წარმატებას გისურვებ!
შენს გვერდით მიგულე რამე დახმარება თუ დაგჭირდა.
მადლობა, ტომუშკა! :)
ვააა, მიხარია რომ მიპოვე და მიხარია რომ იდეა მოგეწონა,
ცოტა ვზარმაცობ, კი არადა და ჯერ უფრო უინტერესო ეტაპია, მერე და მერე პროექტი რო გამოიკვეთება წავა ფოტო და ვიდეოები ბევრი და უფრო პრაქტიკული რჩევა იდეებით გადაიტვირთება
კიი, ძალიან მომეწონა!
და ყველა ეტაპი საინტერესო მგონია, თუმცა, მართალია, მერე და მერე უფრო საინტერესო გახდება..
მოკლედ, ძალიან გგულშემატკივრობ :)
dzalian kargi da saintereso mere chavamateb aucileblad baners chemtan :)
გმადლობ, ნიკოლოზ :)
Post a Comment