Monday, August 17, 2009

ერთი კვირა, კედელზე

მართალია, დღის მიწურულს, მაგრამ მაინც ორშაბათს ვხსნი ახალ გამოფენას :)
მხატვარი, რომელსაც ამ კვირას დავუთმობ, ჰოლანდიელი პიტერ ბრეიგელია (უფროსი). ძირითადი სახატავი თემის გამო (ასევე, დინასტიის სხვა წარმომადგენლებისგან გამოსარჩევად) ზედმეტ სახელად გლეხ ბრეიგელს ეძახდნენ. მისი ნამუშევრები პერსონაჟთა სიუხვით გამოირჩევა. ხანდახან მგონია, ადგილი აღარ ჰქონდა, თორემ კიდევ ჩახატავდა ვინმეს :) თუმცა, ყველა პერსონაჟს თავისი სათქმელი აქვს. ამით და ზოგჯერ ფერებითაც ჰიერონიმუს ბოსხს მაგონებს. როგორც ბოსხთან, მასთანაც თითქოს გამადიდებელი შუშით შეიარაღებულს მიწევს ტილოს სათითაო კუთხე–კუნჭულის დიდხანს თვალიერება – ყველგან "რაღაც" ხდება, არაფერი უნდა გამომრჩეს... და ის, რაც ბრეიგელთან "ხდება", ცხოვრებისეული ფაქტების ფონზე საოცარი ტრაგიზმით გადმოცემული ადამიანის ბუნებაა.

მისი არაერთი ნახატი მომწონს. ამჯერად შევეცდები, შედარებით "მსუბუქი" ხასიათის ნამუშევრები შევარჩიო და პირველს, რასაც გამოვფენ – "მკა" იქნება.
*
ამ გამოფენის შემდეგი ტილო – "მონადირეები თოვლში".


პ.ს. ბლოგის პარამეტრების გამო ფაილის ზომის შემცირება მიწევს. შედარებით დიდი გაფართოების მქონე ვარიანტებს ტექსტში მითითებულ ბმულებზე ნახავთ.

17-23 აგვისტო.

4 comments:

ჯორჯ პაიკი said...

ძალიან საინტერესო რუბრიკაა – ერთი კვირა, კედელზე. სურათიც საინტერესოა, მაგრამ რატო ყველა ერთდროულად არ ისვენებს? :) ეგ რა წესია. :) სხვათაშორის შენი რუბრიკის წყალობით ერთი იდეა ჩამესახა გონებაში... დღეიდან ჩემ "ფლეილისტში", ერთი კვირა, ბიტლზი გამართავს კონცერტებს. ჯგუფი რომლის მუსიკა, გლეხებსაც ეკუთვნით და სხვა დანარჩენებსაც.

Keti said...

ჯორჯ, მადლობა! :) აბა რა ვიცი, ალბათ არცერთ წუთს კარგავენ და საქმეს ინაწილებენ :))
ძალიან გამიხარდა, რომ იდეის წყარო აღმოვჩნდი :) თან ისეთი ჯგუფით იწყებ...

Toma said...

ქეთი, ჩემთან დაგტაგე :)
ველი შენ პოსტს :)
http://tomushka.blogspot.com/2009/08/blog-post_18.html

Keti said...

ტომუშკა, მადლობა :)
დოდისთან დავწერე, რომ თამაშმა არ მომხიბლა და "ალავერდიც" შევარქვი :დ
კი ვფიქრობ ახლა, მაგრამ პოსტად თუ იქცევა, არ ვიცი.. :)