მინაწერის მინაწერია ის, რაც ამ დილას წავიკითხე და ახლა ბლოგზეც სიამოვნებით დავდებ.
სათაურში ნათქვამია, რომ ლექსი არაფერზეა, მე ვიტყოდი – აქ არ არსებობს ადრესატი, ამას შესანიშნავად გამოხატავს ფრაზა: "საგზალს იმარაგებს რაც გვერდით დაგიწვა..."
დავამატებ, რომ ჩემი აზრით, სათაურში ბრჭყალები არ არის საჭირო, რადგან აქ ბევრი პოეზიაა, მაგრამ იყოს ავტორის ნება...
„ლექსი“ არაფერზე
მივესალმე... და ვუთხარი...
გასამდა
ახალი ვეზუვი არც ისე შორსაა..
და ანტურაჟი ანტია ვეზუვის...
საგზალს იმარაგებს რაც გვერდით დაგიწვა...
იწვის და ზემოდან დაწოლას აპირებს...
უეცრად დადაბლდნენ
და ანტი ვეზუვი
ხეობას ჩაუყვა.
ჩანჩქერი–წამები _
ტვირთად, მხარზე, გაწევს
საგზალად იმარაგებს
ძარღვებს და ნასტვენარს...
თებე და მემფისი
ფარამ ჩაიმუხლა
და თითქოს აცივდა
ყურებში, ნავახშმევს,
არია ჩამესმის
ქვესკნელში იხმობენ
რადამესს! –
ამნერსაც?!
ჰოდა, მთა, რომელიც ამ წუთას გაორდა
ზურგი შევაქციე
თვალებს ვერ ვაშორებ...
ახალი ვეზუვი არც ისე შორსაა
და ანტურაჟები მოისხამს მანტიებს...
ორისთვის გაიყო
დაყოფა ყოფაა –
ძაღლებს აყოლილი...
მე მაინც თავიდან ვიწყებ და
ამოვთქვამ
საგზალს იმარაგებს ზემოდან დაწოლილი...
7 comments:
gaachnia ramden xans migvyveba xolme sagzali.. kargi iyo))
გამოსწორდა კომენტარების დაწერის საქმე. :) ახლა უკვე შეიძლება არაფერზეც და ყველაფერზეც წერა. :)
* ბაბისა :)
* ჯორჯ, რეგისტრირებულებისთვის მქონდა ჩართული და რატომ შეგზღუდა, არ ვიცი.. დავაბრუნე ძველებურად :)
ჰოდა, ძალიან კარგი, ველი :)
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ლექსის კითხვისას დამბურძგლა
ტომუშკა,
კი, უემოციოდ არ ტოვებს მკითხველს..
ისეთი ლექსია, რომ წასვლა მომინდა... გაქცევა და ქარი რომ სახეში გხვდება და შენც მაინც მირბიხარ, ასეთი შეგრძნება მქონდა მისი კითხვისას.
ძალიან კარგი ხარ, ქეთი.
სოფი :*
Post a Comment