Wednesday, September 8, 2010

სიტყვები

სიტყვებს თუ ხელს ჰკრავ, წავლენ.
და მერეა, რომ ზიხარ, იღიმი და ვერ წერ. გრჩება ბლოგი უამბებოდ. არადა, რამდენია სათქმელი.
თითქოს დიდი ხნის უმოქმედო კიდურებს ვეღარ იმორჩილებდე. თავიდან სწავლობდე ნაბიჯის გადადგმას..
*
ჩემი წიგნი 150 გრამი ყოფილა.
დღეს ვნახე ერთი მაღაზიის საიტი, ძებნაში საკუთარი გვარი ჩავწერე და... აუწონავთ. მათთვის, ვინც ამანათად შეკრავს. ჩემზე კი იმოქმედა: ჯერ გამეცინა, მერე ვთქვი: სულ 150 გრამი სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები :)
წარმოვიდგინე, როგორ აწონეს..
იქ:
წიგნები, როგორც ახალშობილები: სიგრძე, წონა, სხვა ინფორმაცია.
ზოგი ხმაურობს, ზოგი ჩუმადაა.
ყველას შია... თვალი.
*
ჩვენში (ამბობენ): სიტყვას წონა აქვს და ფასი,
შეუძლია მოკლას ან განკურნოს,
გაუსწროს და
იყოს პირველი
(როგორც თავიდან).

თავები – ჩვენი – კალათები, სიტყვებით სავსე.
ჩავყო ხელი კალათასა :)





11 comments:

Toma said...

მართლა მასეა,დიდი ძალა აქვს სიტყვას, ნაწერ სიტყვას! შენი 150 გრამიანი წიგნი არ აჩვენებს სიტყვის სიმძიმეს, მხოლოდ ქაღალდის სიმძიმეს მიუთითებს. შეიძლება ერთ კილოიანი წიგნი იყოს და ფასი არ ჰქონდეს, შეიძლება 150 გრამი და ფასდაუდებელი.

პ.ს. ახლა ეს წერილი რომ წავიკითე ერთი კვლევა გამახსენდა.
თურმე ინტონაციას და სხეულის ენას კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს ურთიერთობაში, ვიდრე თავად სიტყვას.

Anonymous said...

პირველად იყო სიტყვა :) სიტყვა მახეა ადამინებისთვის...

Keti said...

* ტომუშკა, გეთანხმები
წონის ნახვამ გამამხიარულა, მერე ცოტა ირონიაც გამიჩნდა (ზოგადად) და ამაზე დაწერა მომინდა :)

სხეულის ენასა და ინტონაციას მართლაც დიდი ძალა აქვს. ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ვმართავთ და ვიმართებით მათი საშუალებით...


* როდრიგო, ასეა :)
(მაინც ძველებურად გეძახი:) )

Kate said...

google იცი რატომ მიყვარს???
ნუ ბევრი რამის გამო მიყვარს, მაგრამ ერთ-ერთი ისაა, რომ ვწერ რაიმე სიტყვას და მას მილიონ სხხვა სიტყვას თუ ფრაზას აბამს, რაც იმ თავდაპირველ სიტყვას მილიონ სხვადასხვა მნიშვნელობას სძენს.

Keti said...

ქეთ, მეც მიყვარს გუგლი, საინტერესო "ვინმეა" :)
აი, მაგალითად დღეს სამუშაოსთვის ვეძებდი 1916 წელს გამოცემულ რუსულ წიგნს და ერთ რუსულ ბლოგზე აღმოვჩნდი, რომელზეც თბილისში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ძალიან თბილად წერდნენ... ის წიგნი, რა თქმა უნდა, იქ არ დამხვდა :)

Kate said...

:)))))

ხო ეგეთებიც ეხერხება. :)))

Keti said...

კი :)))

Clown said...

რა ბედნიერი ხარ 150 გრამიანი წიგნი რომ გაქვს <3

babisa said...

vai
rogor ragacnairad tqvi "auwonavt, 150 grami sityva" momxvda gulze da vigrzzeni :)
sityvebi gramebshi, ra ucnauria, 1 kilo gemrieli sityvebi amiwonet , tu sheizleba :))

toma said...

p.s.shen tevzebs bevri vachame dzlain.
imedia shaqrian diabets an rame msgavs daavadebas ar ganvuvitareb :D

Keti said...

* გიო :) <3
წერე შენ ბევრი......

* ბაბისა :*
სასუსნავები :)))

* ტომუშკა :D ალბათ ბედნიერები არიან.. ასე ორი დღის მშივრები იყვნენ, თუ შენამდე ვინმე ღვთისნიერმა ჩუმად არ დააპურა :) :*