Monday, September 20, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ამ ნახატის გამოფენა რთველის დაწყებიდან მინდა. ყოველთვის მიყვარდა რთველი. რთველამდე კი, ვაზი მიყვარს – მცენარე, რაც ალბათ მამას დამსახურებაა. ვაზს განსაკუთრებით უვლიდა, ეზოში, თუ სადმე ადგილი გვქონდა, ხეივანი გამართა. მაჩვენებდა – აი, ახალი ჯიში, აი, როგორ იხარა..
ვატყობ, ნოსტალგიური ვხდები და ბევრს არ გავაგრძელებ. უბრალოდ, ვან გოგის მწვანე ვენახებს გამოვფენ...

20-26 სექტემბერი.

8 comments:

babisa said...

lamazia es mwvane venaxebi
mara am naxatis lurji zeca kide ufro lamazi a :)

Keti said...

ჰო, ცა საოცრად ლამაზია :)

Anonymous said...

ჩემი თქმა რად უნდა ვანგოგი, გენიალურია..:)

Sophie Golden said...

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ქართული შემოდგომა ასე ძალიან მომენატრებოდა, განსაკუთრებით რთველი და ყურძენი.
ვერც ვან გოგი და საერთოდ, ვერავინ აღწერს იმ სილამაზეს, რაც მე ახლა მიდგას "თვალწინ", გონებაში ;)

Keti said...

სოფი :* ვცდილობ, წარმოვიდგინო შენი განცდები.. მანდ ჩვენებური თბილი და ფერადი შემოდგომა ალბათ არ არის, უკვე აცივდებოდა..

Clown said...

^_^ <3

Nina Gorecki said...

ბორჯომში ჰქონდა პაპაჩემს სახლის უკან ვაზით გადახურული ბაღი. გადმომედო ნოსტალგია :))

Keti said...

* გიო <3

* ნინა, ჩვენც ვაზით გადახურული ბაღი გვაქვს :)