Monday, September 27, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს სალვადორ დალის "უკანასკნელ სერობას" გამოვფენ. ამ თემაზე არაერთ მხატვარს დაუხატავს, მათ შორის ყველაზე ცნობილი ვერსია დალის საყვარელ მხატვარს – ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. როგორც და ვინჩის ნახატზე, ქრისტე აქაც მაგიდის ცენტრში ზის. თვალში მოსახვედრია მისი ქალური საწყისი: სახის ნაკვთებს თუ დააკვირდებით, გალას ამოიცნობთ. დალიმ გალა მანამდეც დახატა რელიგიურ თემაზე შექმნილ ნამუშევრებში (როგორც მადონა). ქრისტეს უკან, პეიზაჟზე, პორტ ლიგატში, დალის სახლის ახლოს მდებარე ყურეა გამოსახული.
პ. ს. უკომენტაროდ: ნავი – გულიდან..

27 სექტემბერი –
3 ოქტომბერი.

10 comments:

ჯორჯ პაიკი said...

აი, ამას ჰქვია ქალის გაღმერთება. :)

Sophie שרה Golden said...

პირველად ვნახე ეს სურათი.
მეც მინდა საკუთარი დალი მყავდეს :)

Keti said...

* ჯორჯ, ზუსტად :)

* სოფი, ვინ იტყოდა უარს :)

Toma said...

მომწონს ეს ნამუშევარი, თუმცა სიმართლე რომ ვთქვა ამ თემაზე ჩემი ფავორიტი ნამუშევარი ნამდივლად არაა.

დალის რაც შეეხება, ვფიქრობ ეს ნამუშევარი კიდევ ერთი დიდი მაგალითია იმისა თუ რა დიდი ზეგავლენა ქონდა გალას მასზე.

Keti said...

ტომუშკა, ჩემი ფავორიტიც ვერ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო ნახატი კია. თუნდაც იმის გამო, რომ ქრისტეს ქალის ნაკვთები აქვს და თანაც გალასი, გულგრილს ვერ დაგტოვებს :)

toma said...

saintereso rogor ar aris!
dalis yvela naxati sainteresoa!

gagmertebuli kavda gala, da mgonia rom mizanmimartuladac rom ar gamoekvana qriste maseti, aracnobierad mainc gamovidoda gala qriste.

ar vici mag naxatis daxatvis istroria.

Keti said...

მართლაც, მეც მგონია, რომ არაცნობიერადაც ასე იქნებოდა..
"შენი ხატება დამდევს თან" გამახსენდა :) დალის უხდება :)

Kate said...

უი რა კარგია ესეც, თუმცა ის მაინც შედევრია.
ნავი გულიდან რას ნიშნავს ვერ მივხვდი.

Keti said...

თუ გაადიდებ ფოტოს (ტექსტის ლინკიდან) – გულთან ნავია ჩახატული. ერთი შეხედვით ქსოვილს ჰგავს :)

Kate said...

არა, ეგ კი დავინახე, მაგრამ რასთან არის ასოცირებული, ვერ მივხვდი.