"რატომ დადიან გოგოები ტუალეტში წყვილად?" – ეს კითხვა პირველად მე არ დამისვამს (არც პასუხი ვიცი), მაგრამ რამდენიმე დღეა, სხვა კითხვა გამიჩნდა:
– რატომ დადიან გოგოები მანქანის ტარების შესასწავლად წყვილად? :) რატომ ზის სალონში მათი დაქალი, და, დედა, პეტრე, პავლე, რომელიც უბრალოდ დამსწრეა?
ჩემს მასწავლებელს უმეტესად გოგო მოსწავლეები ჰყავს, მის ორ კოლეგასაც – ასევე. ყველა გოგოს, რომელიც ვნახე, მეგობარი ახლდა. თურმე, გოგოებს ხშირად ძმები ან ქმრებიც მოჰყვებიან, რომლებიც შეცდომების დაშვებისას მათ (ასევე ხშირად) აკრიტიკებენ, უყვირიან კიდეც და ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს. საერთოდაც, დამსწრის არსებობა, რომელიც ცოდნას გიფასებს, მეტ-ნაკლებად მოქმედებს.
მასწავლებელი ხშირად გადადის მანქანიდან და საშუალებას მაძლევს, მარტომ გადავწყვიტო – რა გავაკეთო. პირველად რომ გადავიდა, შემეშინდა და შემეშალა. დაძაბულობა იმავე გაკვეთილის ბოლოს მომეხსნა. მეუბნება, რომ მე ეს ყველაფერი ვიცი, მთავარია, არ განვიცდიდე. ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტია – უფრო თავდაჯერებული ხარ: იცი და შენზეა დამოკიდებული – როგორ გააკეთებ.
ამ გაკვეთილებმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა, როგორ უყვართ ახლობლებს ჩვენში გოგოებისთვის თვალ-ყურის დევნება – მათი სურვილის საწინააღმდეგოდ თუ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სურვილის თანახმად. თან ეს ყველაფერი დაცვის სახელით ხდება. ოღონდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში (და ბევრ სხვაშიც) რისგან/ვისგან იცავენ მათ (და თავებს), არ ვიცი.
Sunday, October 3, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
12 comments:
ქეთი ეს კიდევ ერთი საინტერესო მარაზია ქართულ ყოფაში. აი, სულ ძირ-ძირ რომ ჩავყვეთ ამ საკითხს, მე მაინც მგონია, რომ მივადგებით სექსუალური ტიპის პრობლემას. გოგოს ყოველთვის პატრონობს ვიღაც, ბიჭი მიგდებული უნდა იყოს. აქ ერთგვარი შიშიც ძევს.
რავი აბა, ჩემი მოკლე ჭკუით ამას ვხვდები...
მიზეზი მეც ეგ მგონია, მაგრამ ყველგან საფრთხე არ უნდა ეჩვენებოდეთ. მაგალითად, ჩვეულებრივ სწავლების პროცესში, იმ ერთი განსხვავებით, რომ აქ მასწავლებლები მამრობითი სქესის არიან..
ზოგადად კი, სრულწლოვანებაც არაფერს ცვლის.
ჰო რა აი სწავლების პროცესში რა ჯანდაბაღა ხდება :((
ეჰ:(
ჰო :(
me marto davdiodi saswavladac da gamocdebzec :p
მეც მარტო დავდივარ და გამოცდაზეც მარტო ვაპირებ წასვლას :)
ვაიმე ეს მართლა კიდევ ერთი ქართული მარაზმია. სავარაუდოდ მასწავლებელთან მარტო არ ტოვებენ, იქნება-და რა მოხდეს.
პლუს, შენიშვნებისა თუ კორექტივების შეტანა ხომ აუცილებელია, ხოდა ამიტომაც უნდა გაყვეს გაკვეთილზე. მერე რა, რომ სრულწლოვანია, მე მასზე ბევრად ჭკვიანი ვარ და მე უნდა ვუთხრა, რომ მესამეში კი არა, მეორეში უნდა გადართოს.
ეს იგივეა, რაც პაემანზე რომ მიყავთ ხოლმე დაქალები.
მარაზმი :@@@@@@@@@@@@@@
დაქალები პაემანზე :))
ხო ნუ მარაზმი რა.
ჰო..
manqanis tarebas rac sheexeba mgonia rom normaluria sheni reaqcia, mainc axalia da tavdajerebuloba praqtikas da gamocdilebas moaqvs (nu axla arian isetebic romlebic muclidan tavdajerebulni arian,mmagram egeni sxva chamosxmis xalxia)
rac sheexeba tualetshi ckvil ckvilad siaruls ase mgonia mxolod cven gvchirs maseti ram. aba meramdene qveyanashi var ukve da sxvagan ratom ar shemimchnevia? :D :D
xva adgilebze ckilvad siaruli ki minaxavs, sport darbazebshi, kinoshi, rame kursze da a.S. ertad ufro mxiarulia etkoba :D :D
კი, პრაქტიკას მოაქვს გამოცდილება და დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას – რომ თვითონ წყვეტდე, აანალიზებდე სიტუაციას.. სულ ვიღაც არ გეჯდება გვერდით, ვინც რჩევას მოგცემს.
ჰო, მარტო ჩვენთან შეიძლება ხდებოდეს ასეთი რამე :)
დანარჩენ ადგილებში ვინმესთან ერთად სიარული ნორმალურია – თუ საერთო ინტერესები გაქვთ, რატომაც არა? აი, მართვის გაკვეთილებზე ჩვენთან მეწყვილეს უმეტესად საერთო ინტერესი არ აქვს ხოლმე, ის არ სწავლობს, მხოლოდ ესწრება. გაკვეთილის "მშვიდობით" დასრულების გარანტია :)
Post a Comment