* * *
წელიწადის ამ დროს, უფრო ზუსტად კი, წლის ბოლო კვირაში ნაძვის ხეები განსაკუთრებით მაღელვებს. ალბათ, ამის შედეგია ჩემი ერთი ლექსიც. განსაკუთრებულ აღელვებაში მაინც და მაინც მათი მორთვის სიყვარულს არ ვგულისხმობ, არც ხშირად ვცვლით საახალწლო ნაძვს, მაგრამ თვალი კი გამირბის ხოლმე გასაყიდად ჩამწკრივებულებისკენ. თან საინტერესოა ადამიანების ნახვა, რომლებიც საახალწლოდ ემზადებიან: ფუსფუსებენ, არჩევენ; ითვალისწინებენ დიზაინერების, ასტროლოგების, თუ ხალხურ რჩევებს..
რამდენიმე წლის წინ, როცა ქუჩებში მოჭრილი ნაძვებით სავსე სატვირთოები იდგა, დაახლოებით ისეთივე განცდა მიჩნდებოდა, როგორც საახალწლო დახლებზე ბევრი ყელგამოღადრული გოჭის ერთად ნახვისას. ზოგი ხე გამორჩეულად კოხტა იყო – პროპორციულად გაზრდილი. ეს მოსაჭრელად როგორ გაიმეტესო, იფიქრებდი. წელს, ჯერჯერობით, მხოლოდ ნაძვის ტოტებს ყიდიან და კიდევ, მგონი, სიახლეა (ან იქნებ ადრეც იყო და მე არ მინახავს) – ნაძვის ტოტებისგან დამზადებული ხეები: ნედლ ჯოხს ნახვრეტებს უკეთებენ და მათში ტოტებს ამაგრებენ. გამყიდველები იფიცებიან, ერთთვიანი გარანტიით ვყიდითო :)
მე ახალი ნაძვის ყიდვა მინდა, ხელოვნურის – იქნებ ცოტა გავხალისდე და საახალწლო განწყობაც გამიჩნდეს.
* * *
დღეს ქუჩაში 20-22 წლის გოგო ვნახე – კისერზე მელიაშემოხვეული. გული მომეწურა და თვალი ავარიდე. მისმა ასაკმა დამაფიქრა. საბჭოთა პერიოდში საკმაოდ ძვირი ღირდა ე. წ. "შუბები" (ახლაც, ალბათ). ქალებს, რომლებსაც მისი ყიდვის საშუალება ჰქონდათ, შეძლებულებად და საუკეთესოდ გამოწყობილებად თვლიდნენ. ჰოდა, საბჭოთა დეიდებიც ქურქებზე ოცნებობდნენ. მათ სრულებით არ აღელვებდათ სტატისტიკა, თუ რამდენი ცხოველი იწირებოდა იმისთვის, რომ თავები სრულყოფილ ქალებად ეგრძნოთ. მახსოვს, პატარას არ მიყვარდა, როცა მელიის თავ-ფეხით შემოსილს ჩემი ჩახუტება უნდებოდა – გაყინული ცხვირისა და ჩამოყრილი თათების შეხებაზე მაციებდა. ასევე, ჩემზე იმოქმედა პასუხმა, რომელიც მივიღე კითხვაზე – ეს უცნაურად ჩახვეული "კარაკული" რისგან მზადდებოდა.
უამრავი ცხოველი ნადგურდება ადამიანის კაპრიზების გამო. მოდურად რომ გამოვიყურებოდეთ, ხელოვნური ბეწვიც ხომ სრულიად საკმარისია.
ზუსტად ვიცი, არასდროს მოვიხვევ მკვდარ ცხოველს, არ მეკიდება გულთან მისი შუშისთვალებიანი, მოქანავე თავი.
Saturday, December 25, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
14 comments:
პირველ რიგში იმას გეტყვი, რო ლექსი ძალიან საყვარელია ^_^_^
დანარჩენში 100%ით გეთანხმები <3 :*
ქეთ
ლექსი არ ვიცოდი, რა კარგია :))
რაც შეეხება ნაძვებს, კარგა ხანია დედას განვუცხადე არ გაებედა და არ ეყიდა ცოცხალი ნაძვისხე. :)
გიო, ანდან, :* <3
ანდან, ჩვენც ასე :)
დღეს ვიყიდე ახალი ნაძვი, ამ საღამოს მოვრთავ :)
მახსოვს ეს ლექსი შარშანაც როგორ მომეწონა. ახლა კიდევ გადავიკითხე და გამახსენდა, ბავშვობაში ვფიქრობდი, საჩუქრების მოტანას, ჯობდა თოვლის პაპას, უბრალოდ, პასუხი და თავისი ამბები მოეწერა. მე, როგორც, ემოციების მოყვარულს, მისი ცხოვრების ამბები ბევრად უფრო მაინტერესებდა :)))
ბეწვზე ვფიქრობდი ზუსტად გუშინ. იუდაიზმში ნადირობა აკრძალულია, გარდა იმისა, რომ არცერთი გარეული ცხოველის ჭამა შეიძლება (ირმის გარდა), მით უმეტეს არ შეიძლება ცხოველის სიამოვნების გამო მოკვლა. რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს სურვილი, ეს ულამაზესი ცხოველები დახოცოს და მათგან ქურქები დაამზადოს? ვერასოდეს მივხვდები :| ხომ არსებობს სრულიად უმტკივნეულო საშუალება, მატყლისგან მოქსოვო თბილი ტანსაცმელი და დაამზადო ყველანაირი პალტო, რომ არ შეგცივდეს.
სოფი, მიხარია, მადლობა <3
მე ის მაინტერესებდა, მთელ წელს სად ატარებდა ხოლმე და კიდევ – ზაფხულში რა ეცვა :))
გეთანხმები ბეწვზე. ბუნებაში ყველაფერი არსებობს ადამიანის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რა საჭიროა ცხოველების ასე უბრალოდ გამეტება.. არ ვიცოდი, რომ იუდაიზმი კრძალავს და ძალიან კარგი, რომ ასეა. ოღონდ, ირემს რატომ გამოარჩევს? საინტერესოა..
ლექსი წელსაც მომეწონა.
მიხარია, ჯორჯ :)
brr
ver vitan
ჰო :(
მეცოდებიან ხოლმე ბუნებრივი მოჭრილი ნაძვის ხეები, ამიტომ რამოდენიმე წლის წინ ტყიდან პატარა ხე ამოვთხარე და დრესაც კი ქოთანში ზის და იწონებს თავსა. :) ეს ხე მაქვს როგორც საახალწლო ნაძვის ხე უკვე მეორე წელია :) რომ გაიზრდება დავრგავ ტყეში. ისე კი ხელოვნურის ყიდვას ვაპირებდი და დამეზარა მერე, უფრო სწორედ ვიჟმოტე ფული.
რაც შეეხება ხელოვნურ ბეწვს, გარემოსათვის იმაზე მეტი ზიანი მოაქვს ხელოვნური ბეწვის შექმნას ვიდრე ცხოველთა რეწვას, ადრე არ ვიცი როგორ ხდებოდა მაგრამ დღეს დღეობით მელიების, კურდღლების ფერმებია (ისევე როგორც ცხვრის და ძროხის, ზროხის ტყავი ფეხსავმელში და ჩანთებში გამოიყენება, ხორცი მარაზიებში)სადაც ამ ცხოველებს აშენებენ ბეწვისათვის. ხორცი როგორც ვიცი ზოოპარკებში მიდის (ზუსტად არ ვიცი).
ხოდა ასე. ველურ ცხოველებს რომ ხოცავენ საშინლად ვაპროტესტებ მეც. ველური კატები და მსგავსი გადაშენების პირას მყოფი ცხოველები. ასეთ ხოცვას არა მხოლოდ ბეწვის არამედ ყველაფრის გამო ვაპროტესტებ. მაგალითად ჩინეთში გააქვთ ორანგუტანის თათები, მარტორქის რქები და ამ ცხოველებს მხოლოდ ამ ნაწილების გამო ხოცავენ. :(
ტომუშკა, ის ლამაზი ხე ფოტოდან ქოთანში ცხოვრობს? კი არ დავაკვირდი... რა მაგარია! :)
მეც ყველანაირ ხოცვას ვაპროტესტებ. პოსტის დაწერა ნანახის გამო გადავწყვიტე და ამიტომ მეტი ყურადღება ბეწვზე გავამახვილე, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველანაირ მიზეზს ვგულისხმობ. ასევე ზვიგენები, სპილოები... რა ვიცი, იმდენ ცხოველს ემტერება ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის. სამწუხაროდ :(
პ. ს. ახლა ვნახე, არასწორად მახსოვდა ფოტო :)
ეგ კი არა, ხელოვნური ბეწვიც მაღიზიანებს მე.
ხოოდა,ბედნიერი ახალი წლები და კაი შეგრძნებები შენ :)
ნასტასია, დიდი მადლობა! შენც ასევე :* :)
Post a Comment