Wednesday, January 5, 2011

სუპერმენები

გუშინ პირველად ვნახე ტელევიზიით პატრულის საპოპულარიზაციო კლიპი, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ. მე რომ მშობელი ვიყო და შემომთავაზონ შვილის ასეთ კლიპში გადაღება, უარს ვიტყოდი – ბავშვის ფსიქიკის დაცვის მიზნით. მე ვფიქრობ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის თამაში იდეოლოგიზირებულ კლიპში, ასეთი აღმატებული განწყობით და დამოკიდებულებით, ბავშვს კარგს არაფერს მოუტანს.

გუშინვე ვნახე ვეტერანთა აქციის დარბევის კადრები. პატრული ამ ფაქტით ნამდვილად ვერ იამაყებს.
საინტერესოა, კლიპში გადაღებული და კლიპის მაყურებელი პატარები რას ფიქრობენ ასეთ შემთხვევებზე – ალბათ მათი ნაწილი მაინც მოახერხებდა ინფორმაციისთვის თვალის მოკვრას. იმედია, "დარბევობანას" არ ითამაშებენ.

პ. ს. ეს საწყალი კურდღელი
(სხვა ასოციაციური ვარიაციები: "დამნაშავე თუ მსხვერპლი?", "დანაშაული და სასჯელი", "2011", "Ну, погоди!")

9 comments:

Clown said...

მეც ვნახე ეგ კლიპი :|

Keti said...

:|

undone said...

:((არ მაქ ნანახი და მოდი, არ ვნახავ...

Sophie שרה Golden said...

ანდანივით, არც მე ვნახავ რა :/
მეზიზღება, ბავშვებს რომ იღებენ ვიდეოებში და ხან მგონია, ფილმებიც კი მეზიზღება, სადაც ბავშვებს ათამაშებენ. წარმომიდგენია, მერე მათი ფსიქიკა. პირველი ასეთი "დაღუპული" ფსიქიკის ბავშვი – დრიუ ბერიმორი მახსენდება და ისე მეცოდება, ლამის ვიტირო. ახლა რა აქვს ჩემი შესაცოდი, მაგრამ ხო ხვდები.

Toma said...

კლიპიც ვნახე, დარბევის შესახებაც გავიგე.
და უბრალოდ ყველაფერშ გეთანხმები.
რაღაც კომუნისტური ლოზუნგებს მაგონებს ეს პატრულის კლიპი, პიონერები რომ გამოდიოდნენ ხოლმე და მღეროდნენ.

Keti said...

* ანდან, სოფი, მესმის, რატომ არ გინდათ ნახვა..
სოფი, ვიცი დრიუს ისტორია :(

* ტომუშკა, მეც.

lasharela said...

ხო...დარბევობანა :(

მოკლედ ვერაფერს იტყვი. გული კი ერთზე მწყდება. მეც მივუთითე ეს ვიდეო ჩემს პოსტში მაგრამ ვაი რომ ვიდეო გაქრა. მგონი ტელეკრანებიდანაც.

არადა როგორ მინდოდა ტექსტის ამოწერა :( (არ ვხუმრობ. საბჭოთა შემოქმედების უბადლო ნიმუშია)

Keti said...

საინტერესოა, რატომ წაშალეს. ამ დღეებში ლინკზე არ გადავსულვარ და ალბათ კარგა ხანს ვერც გავიგებდი, რომ არ გეთქვა.. მადლობა. ტელევიზიით კი გადის – გუშინ საღამოს ვნახე რ2-ზე.

ჰო, უბადლო :(

Keti said...

ლაშარელა, გამოვცვალე ბმული :)