გასულ კვირას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კედლის კალენდარი გამოსცა, რომელიც 12 ცნობილი ნახატით არის გაფორმებული. ამ ნახატებს ერთი თემა აერთიანებთ: ქალები წიგნით ხელში – კითხვის პროცესში. კალენდრის ბოლოთქმაში წერია, რომ ქალები და წიგნის კითხვა, ორივე, აჩერებს დროსა და ცვლის რეალობას. ვფიქრობ, კარგი გამონათქვამია :) ასეთი კალენდრის შექმნის იდეა, მით უმეტეს, ბიბლიოთეკისთვის, სადაც უმეტესად ქალები მუშაობენ, ძალიან მომეწონა; გარდა ამისა, კითხვის პოპულარიზაციისთვის მშვენიერი სვლაა. რატომ ვწერ ამდენს ამ კალენდარზე? მან ჩემი მორიგი გამოფენის თემაც განსაზღვრა: ამ კვირაში გამოვფენ ქალებს (და, შესაძლოა, არა მხოლოდ მათ), რომლებიც კითხულობენ.
კალენდრიდან რამდენიმე თვის კუთვნილი ნახატი გამორჩევით მომეწონა, მაგრამ ბლოგის კედელზე მხოლოდ "იანვარს" გადმოვიტან –
ფრიდრიხ ფონ ამერლინგის თბილსა და ნათელ ნამუშევარს. დანარჩენ ნახატებს კი განწყობის მიხედვით შევარჩევ – ამ 12-ს მიღმა..
*
აი, რა მონდომებულები არიან :) სამკითხველო ღია ცისქვეშ –
ბრეტონელი ბავშვებისათვის. მხატვარი – ემილ ვერნონი.
*
კიდევ ერთი ნახატი –
"მამაკაცი კითხულობს". ნახატის ავტორი ჩემს კედელზე არაერთხელ გამოფენილი ჯონ სინგერ სარჯენტია.
10-16 იანვარი.
14 comments:
რაღაცით "შაგრენის ტყავის" ერთ-ერთ პერსონაჟს, თეოდორას წააგავს :)
როგორ იცი ხოლმე შედარება! კარგია ეს ასოციაციები :)
^_^ :*
სადღაც მოვისმინე, ქალი ემოციების კალეიდოსკოპიაო... :) ამ ნახატმა მაშინვე ეს გამახსენა. კალეიდოსკოპი კი არა, არ ვიცი, ქალები სასწაულები არიან :)
თუმცა, ვერ ვხვდები, ამ ქალს რატომ აცვია ასე ფერადად და ლამაზად, როცა წიგნს კითხულობს და მთლიანად წიგნში უნდა იყოს გადაშვებული...
სოფი,
ეგ ისეთი ქალი ჩანს, სულ ეგრე ეცმევა, ძალიან ბუნებრივად აქვს ვარდი ყურში გარჭობილი))
ესე იგი, ქალი დროს აჩერებსო? :)))
ქეთი, ეგ კალენდარი დიდი ფორმატისაა?
* გიო :*
* სოფი, ასეა, ვეთანხმები მაგ აზრს :)
ამ ქალისთვის ეს ყოველდღიური ჩაცმულობა უნდა იყოს :) გამომეტყველების მიხედვით კი მგონია, ფიქრმა გაიტაცა:)
* ნინა, კიო :))
დიდია, "ზამბარაზე" აკინძული, ძალიან კარგი ხარისხის..
იანვრის ფლეიბოიში კი გამოქვეყნებულია ფოტოსერია - ქალები ქინდლით ხელში :)
ლორდ :)
მართლა? აი, მესმის რეკლამა! :)
neta is patara baia ras ukurebs kedlidam? :)
ტომუშკა, მეც ეგ ვიფიქრე :) და წარმოვიდგინე, რომ ეს ხმაურიანი და მხიარული სოფელია, ლამაზიც :)
ხო, ხოდა კიდე მგონია რომ ის გოგონა ცოტა პატარაა იმისათვის რომ დაჯდეს და იკითხოს, ასე მგონია ქვემოთ მოთამაშე ბავშვებს უყურებს :)
კი, შეიძლება :) ალბათ "კითხვის საათის" მერე მათ შეუერთდებოდა კიდეც :)
მე სხვა კალენდრებსა და წიგნებს წავწყდომივარ.
მაგ.: Women who read are dengerous
:)
http://www.amazon.co.uk/Women-Who-Read-Are-Dangerous/dp/1858944651
რა საინტერესოა, მე არ მინახავს აქამდე... მადლობა :)
Post a Comment