Monday, January 31, 2011

ერთი კვირა, კედელზე

"ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ..." ფანჯრიდან ქარის ხმა მესმის. ცივა. დილით თოვლიც დამხვდა, თითქმის ორ საათში რომ მოახერხა "შარშანდელი თოვლივით" გაქრობა..
აი, გამოფენამდეც მოვედი. დღეს რატომღაც გუსტავ კურბე გამახსენდა. მას აქვს ზამთრის პეიზაჟები. შერჩეულ ნამუშევარზე, ვფიქრობ, რომელიმე გარდამავალი სეზონის ზღვა უნდა იყოს, თუმცა ზამთრის განწყობას მიჩენს. ნახატს "სათევზაოდ წასვლა" ჰქვია.
აქ კი, ცოტა რამ მხატვარზე.

31 იანვარი – 6 თებერვალი.

9 comments:

Clown said...

ქარი ხო გამახსენა და კიდევ ძველი, ქართული ფილმების "ფერიც" გამახსენა :შ

ცოტა დამთრგუნა :შ

babisa said...

momewona es tilo, realisturia, shexedav da gadagiyvans tavistan :)

ჯორჯ პაიკი said...

ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც დილით გუნდაობაა შესაძლებელი, შუადღისით კი თოვლი მთლიანად ქრება, მზე ანათებს და ცა გაზაფხულისფერია. აი, კურბეს რომ აქ ეცხოვრა უფრო ნათელ ფერებში დახატავდა. და არა ისე, როგორც სურათზეა – შავბნელი და ნაცრისფერი.

Keti said...

* გიო :შ
ძველი ქართული ფილმები როგორ გაგახსენდა.. კი, ჰგავს :)

* ბაბისა, ზუსტად :)

* ჯორჯ, მართლა რა უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მეც ასე მგონია :)

Nina Gorecki said...

მიდი-სეზონი არ არის, კაცს მაისური აცვია :დ
თუმცა პეიზაჟი მართლა რაღაცნაირი პირქუშია. ზამთრის პლაჟი სადმე ჩრდილოეთშიც კი უფრო სასიამოვნო სანახავი წარმომიდგენია :) ეტყობა, კურბე ცუდ ხასიათზე იყო :)))

Keti said...

ნინა, ვინ იცის :))

Sophie שרה Golden said...

ბავშვობაში, დეიდაშვილებთან ერთად დავდიოდი სათევზაოდ და ამ სურათმა რაღაცნაირად გამათბო :)
ბედნიერი კვირა გქონდეს, ქეთი!

Keti said...

სოფი :)
მადლობა, შენც ასევე! :*

Toma said...

ამ სურათზე საშინლად დეპრესიული გარემოა ჩემთვის.