ხვალ მამა ისევ წავა.
მე: მოაჯირს დავეყრდნობი. მტკვარს გავხედავ. (მზეზე მტკვარი ლაპლაპებს, ძაფს ჰგავს). გორგალს ჯიბეში ჩავიდებ. ახალ წელს ავთვლი.
Friday, January 8, 2010
Monday, January 4, 2010
ერთი კვირა, კედელზე
ამ ორშაბათის არჩევანი – სალვადორ დალის "ექვსი წლის ასაკში".
პ. ს. დალი წერდა, რომ ექვსი წლის ასაკში მზარეულობა უნდოდა, მე – ექვსი წლისა ხატვაზე შემიყვანეს.. :)
*
ძალიან მომინდა, რომ ეს ნახატი – ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიხის, "მოგვთა თაყვანისცემის" დეტალი გამომეფინა.
შობას გილოცავთ! მრავალს დაესწარით...
4-10 იანვარი.

Labels:
Hieronymus Bosch,
salvador dali,
ბლოგი,
გამოფენა,
კედელი ერთი ტილოსთვის,
მხატვრობა
Saturday, January 2, 2010
La melodie
მასზე ალბათ 11-12 წლისამ შევიტყვე – უბრალოდ ძალიან მომეწონა, თოჯინას ჰგავდა. მერე კიდევ ერთს, ვინც მომწონს, დაუკავშირდა – ჯონი დეპს. არ ვიცი, გუშინ რამ გამახსენა – იუთუბზე მოვძებნე. ამ კლიპიდან ამდენი წლის გასვლის შემდეგ მისი ახალი სიმღერები პირველად მოვისმინე. ფრანგული სიმღერები მაინც და მაინც არ მიყვარს. აი, მისი შესრულებით რაღაცნაირად ყურში ჩამრჩა. მოკლედ, მელოდია, რომელიც მგონია, რომ ჩემს ბლოგზე წამოსულ თოვლს (და ახლანდელ განწყობასაც) უხდება:
Labels:
vanessa paradis,
განწყობა,
მუსიკა
Thursday, December 31, 2009
გილოცავთ
ყოველ ახალ წელს უკეთესი მომავლის იმედით ვხვდები. ჩემთვის 2009 წინა წელზე უკეთესი აღმოჩნდა. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი: ჩემი წიგნი გამოიცა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რითაც გასული წელი დამამახსოვრდება.
ბოლო წლებში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა არ მაქვს. გუშინ ფეისბუკზე დავწერე, ჩემი ნაძვის ხე და ჩიჩილაკი ლამაზები არიან და სულ ეს არის ჩემი საახალწლო განწყობა-მეთქი. ქუჩაში გასვლისას ამ ღამისთვის ცოტათი მოკრებილი მოლოდინიც მეფანტება, ისეთი სახეებით დადის ხალხი. ამაზე იქნებ სხვა დროს, ახლა კი:
მშვიდობა, სიყვარული, ჯანმრთელობა და წარმატებები არ მოგკლებოდეთ! მრავალს დაესწარით...

ყველას გილოცავთ!
მშვიდობა, სიყვარული, ჯანმრთელობა და წარმატებები არ მოგკლებოდეთ! მრავალს დაესწარით...
Labels:
2009,
2010,
ახალი წელი,
დღესასწაული,
დღიური
Monday, December 28, 2009
ერთი კვირა, კედელზე
წლის ბოლო ორშაბათის გამოფენისთვის ნამუშევრების შესარჩევად ბევრი არ მიფიქრია. პირველი, რაც გამახსენდა, აბრჭყვიალებული ცა იყო. ამან კი ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების კოლექციასთან მიმიყვანა. აქვე მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვან გოგის ნამუშევრები ძალიან მომწონს, ის არ გამომიფენია. ვფიქრობ, მიზეზი მისი კაშკაშა პალიტრაა, რომლის მიღებაც მხოლოდ მცირე დოზებით შემიძლია.
ამ საახალწლო კვირის მანძილზე ორი ტილოს გამოფენას ვაპირებ. ორივე მათგანი მხატვრის სიცოცხლის ბოლო წლებშია შექმნილი, როცა იგი თავისი შემოქმედების პიკზე იმყოფებოდა – ეს პერიოდი კი 1888 წლიდან დაიწყო, როცა ვან გოგი არლში გადავიდა, სადაც ადგილობრივი პეიზაჟებით და ბუნებრივი განათებით მოიხიბლა. ამ დროის ნახატებში ის უხვად იყენებს ყვითელსა და იისფერს, მისი ნახატები თვალისმომჭრელად ნათელია.
პირველი, რისი გამოფენაც მინდა, ეს არის "ვარსკვლავებიანი ღამე რონას თავზე". ღამის პეიზაჟების ხატვა ვან გოგისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. ის თავის ძმას, თეოს, რომელიც საოცრად ედგა მხარში, ხშირად სწერდა ფერების შესახებ, რომლებსაც იყენებდა. რონას სანაპიროს პეიზაჟზე ორმაგი განათების ურთიერთქმედებაა გადმოცემული – ბუნებრივის და ხელოვნურის, რომელსაც სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებული გაზის სანათები ქმნის.
*
დაპირებული მეორე ნამუშევარი, რომელსაც გამოვფენ –
1889 წელს, სენ-რემში შექმნილი "ვარსკვლავებიანი ცა" არის. მხატვარი სენ-რემის სანატორიუმში სწორედ ამ წელს გადავიდა. ამ პერიოდში სახატავი ობიექტების შერჩევა უჭირდა, ამიტომ ძირითადად სანატორიუმის შემოგარენის პეიზაჟებს ასახავდა, სადაც მრავლად გაეშენებინათ კვიპაროსები და ზეთისხილის ხეები. ეს ტილოც ერთ-ერთია, რომელზეც ვან გოგის უნიკალური სტილით შესრულებული კვიპაროსია გამოსახული.
ძალიან მომწონს ეს ნახატი, ისე როგორც წინა და ჩემს კედელზე ჯერ არგამოფენილი სხვა ვარსკვლავებიანი ღამეები..
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს! :)
28 დეკემბერი, 2009 –
3 იანვარი, 2010.

Vincent van Gogh,
ბლოგი,
გამოფენა,
კედელი ერთი ტილოსთვის,
მხატვრობა
Sunday, December 27, 2009
ეს შენი ცაა

ორი წლის წინ ფორუმელებმა ეს სლოგანი ერთად შევარჩიეთ. ორგვარად იკითხება (უფრო ზუსტად, გამოითქმის), ორივე პოზიტიურია.. სლოგანს ლოგოც მივამატეთ – თოლიები; საიტისთვის შესაბამისი დიზაინიც შეირჩა... დღეს ემხვარმა მოულოდნელად ყველაფერი დააბრუნა:
> ლიტერატურული საიტი "თაობები"
დანარჩენი კი, მიმართვაში. მომავალში, რა თქმა უნდა, საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება. დარეგისტრირება ყველას შეუძლია..
* * *
"ლიტერატურული მესამე კორპუსი" – საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ცხოვრების შესახებ 29 დეკემბერს, გაზეთ "24 საათში" დაიბეჭდა. სტატიის ბმულს აქაც სიამოვნებით ვდებ..
და აქვე, პირველი პროექტიც – შერჩეული პროზაული ნაწარმოების თარგმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საბოლოოდ კი შეჯერებული ვარიანტი გამოქვეყნდება.
Labels:
"ებლიტფო",
"თაობები",
ბიბლიოთეკა,
ბმული,
ლიტერატურა,
საიტი,
სტატია
Thursday, December 24, 2009
მშობლები ყიდულობენ ნაძვებს...
ეს ლექსი 2007 წელს დავწერე, ახალ წლამდე ორი დღით ადრე. მეტროს ვაგონში კაცი და პატარა ბიჭი შემოვიდნენ. კაცს უშველებელი ნაძვი ეყიდა. როგორც ეტყობოდა, მოსწონდა თავისი არჩევანი, შესცქეროდა და მგზავრებსაც რამდენჯერმე გადმოგვხედა. ბიჭი რატომღაც მოწყენილი იყო. ჩუმად იჯდა, არც ნაძვისთვის გაუხედავს, არც მამისთვის. მხოლოდ, ხშირ-ხშირად, ქუდს ისწორებდა შუბლზე. მე საავადმყოფოში მივდიოდი, საახალწლო განწყობა იმ წელს (და არც მომდევნოებში) არ მქონია... ლექსის პირველი სტროფი ვაგონიდან გამოსვლამდე გაჩნდა – ზეპირად. თან გულში ვიმეორებდი, ჩემი ლექსების დამახსოვრების ამბავი რომ ვიცი, ვფიქრობდი – დამავიწყდებოდა და რატომღაც ეს არ მინდოდა. არც დამვიწყებია – მოგვიანებით ჩავიწერე. აი, ამ ლექსის ისტორია.მაშინ მძიმე დღეები მქონდა; ლექსი მხოლოდ მეგობარს წავაკითხე და ფაილში ჩავტოვე. ახლა ის კრებულშია, ახალი წელი კი – კართან. ამ საღამოს ლექსის ბლოგზე გამოქვეყნება მომინდა. ეს მისი პირველი ინტერნეტპუბლიკაცია იქნება – ორი წლის შემდეგ :)
* * *
მშობლები ყიდულობენ ნაძვებს
და მიარბენინებენ სახლებში ნაძვებს და ბავშვებს,
უფრო კი ნაძვებს
და ადევნებული, შეჭმუხნილი ბავშვები
ისწორებენ შუბლებზე ქუდებს
და ბავშვურ ფიქრებს.
მშობლები აწყობენ ნაძვებს,
უშლიან ტოტებს,
ურჩევენ ადგილს
და ალაგებენ ყუთებიდან
მშობლების დანატოვარ სათამაშოებს,
ანდა, ახალს და მაინც მშობლების მიერ დამზადებულს.
მერე თამაშობენ ბავშვებთან არჩევან-არადანს,
სადაც ბავშვებს მუდამ არადანი ხვდებათ,
რასაც ჰკიდებენ
მშობლების მიერ შერჩეულ ალაგას,
ჰკიდებენ მანამ, ვიდრე სწვდებიან...
და ღამით,
ჯადოსნურ ღამით,
მშობლები იცავენ მშობლების მიერ გამოგონილ წესებს
და ხვდებათ ბავშვებს ბალიშის,
ან წინა დღით ნაყიდი ნაძვის ქვეშ
მშობლების მოტანილი სიხარულები
(იშვიათად – წერილის პასუხი)
შეჭმუხნილ შუბლთა გადასახსნელად.
და გარბიან ბავშვები საგუნდაოდ...
და ხდებიან ბავშვები მშობლები...
30. 12. 2007 წ.
Labels:
ახალი წელი,
ბავშვები,
დღიური,
მშობლები,
ნაძვი,
პოეზია,
ჩემი წიგნი
Monday, December 21, 2009
უნიკალური კრებულები

ეროვნული ბიბლიოთეკის უნიკალური გამოცემები – პოეზიის და პროზის კრებულები, რომლებშიც 150–ზე მეტი თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოებები შევიდა. კრებულებს საფუძვლად გიორგი კილაძის ორი პროექტი – "ჩემი ხუთეული" და "ჩემი მოთხრობა" დაედო. მათი განხორციელება ფორუმ "ებლიტფოზე" დაიწყო. წიგნები ბიბლიოთეკის ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებაში თითო ეგზემპლარად აიკინძა და რარიტეტის განყოფილებაში შეინახება.
ძალიან მახარებს ეს გამოცემები. უნიკალური არა მხოლოდ ეს წიგნებია მათი ერთი ეგზემპლარობის გამო, ასეთი პროექტები არც განხორციელებულა. ავტორებმა თვითონ აირჩიეს პროექტში მონაწილეობის პერიოდისთვის მათი აზრით მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. მიხარია ისიც, რომ ორივე მათგანში შევიდა ჩემი ლექსები და მოთხრობა. კიდევ სასიამოვნოა, როცა ასეთი საქმის შიდა სამზარეულოში შეხედვის საშუალება გაქვს. ამ დროს მოლოდინიც განსაკუთრებული ხდება. და მაინც, ამ საღამოს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ლიბ.გეზე ინფორმაციის ნახვა.
პოეზიის კრებულში ლექსებს მათი ავტორების ავტოგრაფებიც ახლავს, ასევე იქნება პროზის კრებულში.
მგონია, ეს ის წიგნებია, რომლებშიც ქართული ლიტერატურის საკმაოდ საინტერესო პერიოდი დაფიქსირდა, მისი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებით. მე მაგალითად, მაინტერესებს რას ვიფიქრებ წლების მერე ჩემს არჩევანზე და საერთოდ, საიდან "გამოვხედავ" 2008 და 2009 წლებს, როგორც ავტორი :)
ოთხშაბათს, 23 დეკემბერს, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში ამ წიგნების პრეზენტაცია ჩატარდება.
> ვრცლად
Labels:
"ებლიტფო",
ბიბლიოთეკა,
თარო,
კრებული,
რარიტეტი,
ჩემი მოთხრობა,
ჩემი ხუთეული
ერთი კვირა, კედელზე
აკვარიუმთან ჩამომჯდარი გოგონა – ავგუსტ მაკეს ნამუშევრებიდან ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. მისი ნახატები ადრეც გამოვფინე. ვფიქრობ, კიდევ მივუბრუნდები ამ საინტერესო ექსპრესიონისტს.
21-27 დეკემბერი.
21-27 დეკემბერი.
Labels:
August Macke,
ბლოგი,
გამოფენა,
კედელი ერთი ტილოსთვის,
მხატვრობა
Friday, December 18, 2009
სამხრეთის
თუკი ბლოგი სახლია, ახლა ჩემს სახლში მუსიკა ისმის:
ტანგო – ანიბალ ტროილოს "სამხრეთი". ეს ტანგო პირველად 1948 წელს, ედმუნდო რივერომ იმღერა. სიტყვები ჰომერო მანცის ეკუთვნის. ბლოგისთვის კი გიტარის პარტია შევარჩიე – კიტო გატოს შესრულებით. ამ ნაშუაღამევს მოუხდა.
რივეროს ვერსიის ბმულსაც აქვე შევინახავ.
ეს დღეები – ტანგოს რიტმით..

Anibal Troilo,
Edmundo Rivero,
Homero Manzi,
Quito Gato,
განწყობა,
მუსიკა,
სამხრეთი,
ტანგო
Subscribe to:
Posts (Atom)