Monday, December 28, 2009

ერთი კვირა, კედელზე

წლის ბოლო ორშაბათის გამოფენისთვის ნამუშევრების შესარჩევად ბევრი არ მიფიქრია. პირველი, რაც გამახსენდა, აბრჭყვიალებული ცა იყო. ამან კი ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების კოლექციასთან მიმიყვანა. აქვე მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვან გოგის ნამუშევრები ძალიან მომწონს, ის არ გამომიფენია. ვფიქრობ, მიზეზი მისი კაშკაშა პალიტრაა, რომლის მიღებაც მხოლოდ მცირე დოზებით შემიძლია.

ამ საახალწლო კვირის მანძილზე ორი ტილოს გამოფენას ვაპირებ. ორივე მათგანი მხატვრის სიცოცხლის ბოლო წლებშია შექმნილი, როცა იგი თავისი შემოქმედების პიკზე იმყოფებოდა – ეს პერიოდი კი 1888 წლიდან დაიწყო, როცა ვან გოგი არლში გადავიდა, სადაც ადგილობრივი პეიზაჟებით და ბუნებრივი განათებით მოიხიბლა. ამ დროის ნახატებში ის უხვად იყენებს ყვითელსა და იისფერს, მისი ნახატები თვალისმომჭრელად ნათელია.

პირველი, რისი გამოფენაც მინდა, ეს არის "ვარსკვლავებიანი ღამე რონას თავზე". ღამის პეიზაჟების ხატვა ვან გოგისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. ის თავის ძმას, თეოს, რომელიც საოცრად ედგა მხარში, ხშირად სწერდა ფერების შესახებ, რომლებსაც იყენებდა. რონას სანაპიროს პეიზაჟზე ორმაგი განათების ურთიერთქმედებაა გადმოცემული – ბუნებრივის და ხელოვნურის, რომელსაც სანაპიროს გასწვრივ ჩამწკრივებული გაზის სანათები ქმნის.

*
დაპირებული მეორე ნამუშევარი, რომელსაც გამოვფენ –
1889 წელს, სენ-რემში შექმნილი "ვარსკვლავებიანი ცა" არის. მხატვარი სენ-რემის სანატორიუმში სწორედ ამ წელს გადავიდა. ამ პერიოდში სახატავი ობიექტების შერჩევა უჭირდა, ამიტომ ძირითადად სანატორიუმის შემოგარენის პეიზაჟებს ასახავდა, სადაც მრავლად გაეშენებინათ კვიპაროსები და ზეთისხილის ხეები. ეს ტილოც ერთ-ერთია, რომელზეც ვან გოგის უნიკალური სტილით შესრულებული კვიპაროსია გამოსახული.
ძალიან მომწონს ეს ნახატი, ისე როგორც წინა და ჩემს კედელზე ჯერ არგამოფენილი სხვა ვარსკვლავებიანი ღამეები..

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს! :)

28 დეკემბერი, 2009 –
3 იანვარი, 2010.

11 comments:

ჯორჯ პაიკი said...

ვან გოგთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს - ძალიან მიყვარს. სკოლის პერიოდში ირვინგ სტოუნის წიგნი წავიკითხე ”ცხოვრება წყურვილისა” რამაც ჩემძზე ძალიან იმოქმედა, კინაღამ მხატვარი გავხდი. ვან გოგის რამოდენიმე სურათი გადავიხატე ფერადი ფანქრებით და ეხლაც მახსოვს ხატვის პროცესისგან მიღებული სიამოვნება, დიდი კაიფი! აი, ეხლა რეკლამის ხმა მესმის ტელევიზორიდან, ითამაშეთ ლოტო და მოიგეთ 300 000. სამასი ათასი არა ის...

Keti said...

ჯორჯ, შენი პოსტების გამო მიფიქრია, ხომ არ ხატავს-მეთქი. ახლა შენი კომენტარიდან ისეთი მუხტი წამოვიდა, სრულიად გასაგებია ეგ – ხატვისგან მიღებული სიამოვნება. რატომ აღარ ხატავ?
ჰო, სამასი ათასი არა ის :))

Anonymous said...

სად შემიძლია მაგდენი. :)

Keti said...

* Anonymous, :)

babisa said...

ლამაზ,ლამაზ
მიყვარს <3

ჯორჯ პაიკი said...

სად შემიძლია მაგდენი. :) - ეგ მე ვთქვი და რატომღაც სხვანაირად გამოჩნდა.

Keti said...

ჯორჯ, ვიფიქრე, რომ შენ იყავი, მაგრამ მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, ამიტომ არ მოგმართე სახელით :)

Toma said...

neta martla varskvlavebiaa tu kvazarebi? :)
ertxel van gogis es tilo mesizmra kidec ise momcons :)

Keti said...

ბაბისა, ტომუშკა,
:* :))

Lalena said...

warmoudgenlad lamazia :*

bendier axal wels gisurveb!

Keti said...

ლალენა, დიდი მადლობა! ასევე, საუკეთესო სურვილებით :*