Monday, December 14, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ძალიან ბევრი თბილი ფერია ჩემში. ჰოდა, როცა ასე – თითქმის ყოველთვის გოგენის ტაიტური პერიოდის ტილოები მახსენდება...
ამჯერად მის "თეთრ ცხენს" გამოვფენ.

პ. ს. შაგალის ნახატებიდან ყოველთვის მუსიკა ისმის, ღიღინი მაინც; გოგენის ტაიტიდან მზე, სურნელი და გემო მრჩება – ხილის გემო. აი, ჩემი აღქმა :)

14-20 დეკემბერი.

2 comments:

Unknown said...

მე წითელ ცხენზე ეს სურათი გამახსენდა http://www.myartprints.com/kunst/kuzma_sergeevich_petrov_vodkin/bathing_red_horse_hi.jpg

Keti said...

მართლა წააგავს, ფერებით..