Wednesday, December 2, 2009

!!!!!

აიაიაი.... :)))
წიგნი უკვე შინ მაქვს! არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო! უზომოდ მიხარია! ძალიან მომეწონა, ძალიან! და საოცარი გრძნობაა, ასე, დასრულებული რომ მიჭირავს ხელში...
ველოდი, რომ კარგი იქნებოდა, მოლოდინი კი გადაჭარბებით გამართლდა!
საღამოს, სტამბისკენ მიმავალს ცოტა არ იყოს, შემეშინდა; გული ისე მიცემდა... თან, გაღიმებული რომ ვიჯექი, ამას მგზავრების მზერით მივხვდი :)

და ახლა, ამ საღამოს, რამდენიმე ადამიანზე რომ არ დავწერო, შეუძლებელია!
პირველ რიგში კი მეგობარზე, ბლოგზეც რომ არაერთხელ ვახსენე, როცა წიგნისთვის გავლილ ეტაპებზე ვყვებოდი:
განსაკუთრებული მადლობა გიორგი კილაძეს ჩემთვის შეუფასებელი მხარდაჭერისთვის! აი, საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობ... სულ თავიდან ვიტყვი: პირველი ლექსი მისი რჩევით, სამი წლის წინ, ფორუმ "ებლიტფოზე" გამოვაქვეყნე. რომ არა ეს ფორუმი, რომელიც გიორგიმ შექმნა, გარემო და განწყობა, რასაც ფორუმი გვთავაზობდა, ის რჩევა და გამხნევება – მე არ გავბედავდი გამხელას, რომ ვწერდი. იქნებ ეს უცნაურად ჟღერს კიდეც, მაგრამ ჩემი ხასიათის გამო ასე იქნებოდა. წიგნისთვის კი საოცრად დამიდგა გვერდში – მორალურად თუ საქმით! ყველა წვრილმანი მის ხელში... და მთელი ეს დრო შინაგანი სიმშვიდე, თავდაჯერებით მოლოდინი არ მომცილებია, ვიცოდი, რომ გული არ დამწყდებოდა. ასეც არის – შედეგი ძალიან კარგია! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! და ყველაფერში მხოლოდ ჩემ წიგნს არ ვგულისხმობ: ამ წლების მანძილზე ვხედავ სხვადასხვა თაობის ავტორების მიმართ მის ქომაგობას, ლიტერატურის სიყვარულს, უამრავ კარგ საქმეს... და მიხარია, რომ მას ვიცნობ!

რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა გამომცემლობა "მერიდიანს"! მის ხელმძღვანელს – ბატონ კახა რუსიძეს და თითოეულ თანამშრომელს – გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისთვის! დიზაინერს – დათო კუტუბიძეს, მაიკო კილაძეს, ასევე სტამბის თანამშრომლებს: ჯუმბერ (ჯუბა) მოთიაშვილს და მის დას – ლელას, შოთა დონაძეს, გოჩა ლაცაბიძეს და ყველა დანარჩენს – მათ სახელებს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ კეთილგანწყობას კი არასდროს დავივიწყებ! ძალიან გამახარეს შედეგით...

ასევე, დიდი მადლობა ყველას, ვინც მთელი ამ პერიოდის მანძილზე მხარში მედგა – გულით უხაროდა, ელოდა, მამხნევებდა. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის მხარდაჭერა. აქ, რა თქმა უნდა, თქვენ – ბლოგერებსაც გგულისხმობთ – ძალიან მახარებდა და მახარებს კეთილგანწყობა! ასევე რჩევები, არაერთხელ რომ შემომაშველეთ...

მოკლედ, ახლა ძალიან სენტიმენტალური ვარ :) და ისეთი განცდა მაქვს, რომ საკმარისად მაინც ვერ გამოვთქვი...
კიდევ... ვაცხადებ – მიყვარს ეს კრებული :)
მადლობა კიდევ ერთხელ!

8 comments:

Sophie שרה Golden said...

რახან მიიღე, ესე იგი დაიმსახურე და ღმერთს უყვარხარ :) ანუ, გამართული ქართულით რომ ვთქვა, მიხარია შენი სიხარული და გილოცავ!!!

Keti said...

სოფი, დიდი მადლობა! :) ასეც და ისეც – "გამართულად" გამოხატული სითბოსა და სიხარულისთვის :*

ჯორჯ პაიკი said...

ნამდვილად დიდი ძალაა როცა მეგობარი გვერდში დაგიდგება და გასწავლის იმას რაც არ იცი. მეც, შენი სახელით მადლობას ვეტყვი ყველას ვინც დაგეხმარა. :)

Keti said...

მართლაც, დიდი ძალაა...
დიდი მადლობა, ჯორჯ! :)

Tomushka said...

ra magaaaaaariaaaaaaaa!!!!!
esec mdzime shromis shedegi!!!

axla carmatebas gisurveb pprezentaciashi (rogorc amxsovs cignis prezentacia unda gaaketo) :)

Keti said...

დიდი მადლობა, ტომუშკა! კი, 9-ში ვაპირებ და ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ :))

Toma said...

Keti - ჩვენ შენთან ვართ!!!
ინერვიულე მაგრამ ზომიერად, ისე რომ შენი სათქმელის თქმა მოახერხო :)

Keti said...

ტომუშკა :*
იმედია, ასეც იქნება :)