Monday, December 14, 2009

Refresh

უცნაურია, რაც ჩემი წიგნი გამოვიდა, ახალი "ათვლა" დავიწყე. საახალწლო განწყობა მაქვს – ოღონდ არა ნაძვის ხით, თოვლითა და "ჯინგლ ბელზით", არამედ შინაგანად – რაღაც გადავაგორე, რაღაც – მრუმე ფერებიანი. ვიცი, რომ მარტო არ ვარ – მხარდაჭერას ვგრძნობ (რა ხანია, ასეა, მაგრამ ახლა ნაპერწკლებიანი გახდა ეს შეგრძნება, ფეიერვერკივით). კიდევ საოცარი სურვილი მაქვს, ყველაფერი განვაახლო, წვრილმანებიც კი. არ ვიცი, რატომ. ახალი ეტაპი დაიწყო, ჩემი ახალი წელი უკვე დადგა :)
...
დღეიდან ჩემი წიგნის ნახვა წიგნის მაღაზიებშიც შეიძლება. მხოლოდ ერთი რამ მინდა – მაღაზიაში შესულმა ადამიანმა, რომელიც ამ კრებულს გადაათვალიერებს და მოიწონებს,
მისი ყიდვაც უპრობლემოდ შეძლოს და მგონი ეს სრულიად შესაძლებელი იქნება.

2 comments:

Unknown said...

ქეთი ღონისძიებამ როგორ ჩაიარა? გილოცავ ახალ წიგნს! ბევრი კარგი რამე დაგეწეროს! :)

Keti said...

ხატია, დიდი მადლობა! :) კარგად ჩაიარა.. აი, აქ დავწერე :)
http://ketigzirishvili.blogspot.com/2009/12/blog-post_09.html