Monday, December 7, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ვფიქრობდი, ამ ორშაბათს ვინ გამომეფინა. მერე ეს პატარა გოგო გამახსენდა: შიშველი და გადაშლილი წიგნით...
მხატვარი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ევანჯელინა ალჩიატია. იგი 1883 წელს, იტალიაში – ტურინში დაიბადა. ადრე დაობლებული ევანჯელინა ჯერ ტურინის ქალთა სკოლასა და აკადემიაში სწავლობდა, ხოლო 1903-1906 წლებში პარიზში გადავიდა, სადაც ფრანგულ მხატვრობას გაეცნო. 1907 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. ძირითადად პორტრეტებს ხატავდა.
კვირის მანძილზე მხატვრის კიდევ რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ..

*
"გოგონა, რომელიც წყალს სვამს".

7-13 დეკემბერი.

2 comments:

Toma said...

hm, რა უცნაურია, ეს სურათი არ მქონდა ნანახი და შესაბამისად არც ავტორი ვიცოდი, მაგრამ რომ შევხედე ეგრევე გავიფიქრე რომ ქალი იქნებოდა მხატვარი.

Keti said...

ხშირად ლექსებსაც ეტყობა ხოლმე, ქალია ავტორი თუ კაცი. ალბათ ესეც მსგავსი შემთხვევაა..