ორი დღეა, სამსახურში ყველაზე უპრეტენზიო და ჩემთვის მექანიკური სათამაშოთი ვერთობი. მისი თამაშის დროს შესაძლებელია იფიქრო ათას სისულელეზე თუ პირიქით, იმუშაო და უსმინო თანამშრომლებს, ან არ იმუშაო და არ უსმინო და კიდევ, საერთოდაც გახვიდე.. :)
მოკლედ, Minesweeper–ით:)))
ჰოდა, ასეე..
დამწყებს საუკეთესო შედეგიც მაქვს, აბაა! 6 წამი. ოღონდ, გამიმართლა. აი, 26 წამზე ცოტა მეც ვიფიქრე..
და რა მინდოდა, მეთქვა..
რაში ვარ beginner?
ანუ რამდენში..
და რამდენად კარგად,
ან რამდენად ცუდად..
და რამდენჯერ კიდევ..
და ამ beginner–ს მაქვს კი საუკეთესო შედეგები best time-ში ჩასაწერად?
მგონი კი.
უნდა შევადგინო ეს ჩემი best time გონებაში.
ან იქნებ, წერილობით :)
პ.ს. ჰო, იქ არის კიდევ expert – შორი პერსპექტივა..
მანამდე custom შეიძლება – ახლო მომავალში მისაღწევები, სავარჯიშოდ :)
Tuesday, July 1, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
ეგ თამაში სენია, ძველ სამსახურში მეც სულ მაგას ვთამაშობდი და სიზმარში ვაგრძელებდი ხოლმე. ახალში წაშლილია ყველა თამაში :(
ჰო, expert დახურული მაქვს : ))
სამსახურში მხოლოდ ის თამაშები მაქვს, რაც ვინდოუსს მოჰყვება:) ჰოდა, ბოლო დროს ამას ვთამაშობდი:)
Post a Comment