გტკენ...
აი, ხომ ვიცი, გტკენ –
არ ვარ ცუდი.
მინდა, ისწავლო მოძრაობა
ზევიდან ქვევით...
თითების გაშლა უფრო ძნელია,
ვიდრე მარჯვენის ოდნავ აწევა –
მკერდამდე არც კი.
გამჭოლი მზერა უფრო მძიმეა
ფიქრების გასწვრივ,
შეხების გასწვრივ,
დღეების... ვიდრე
დამტვერილ ჭვინტების ცქერა.
და თუ თითები გაშლილია
და რაც ეჭირათ,
მიწაზეა ჩაცურებული,
(რაკი ეგ ხელი მენჯთან ახლოს ისე ქანაობს,
როგორც ვესტერნში –
წამით ადრე „კოლტის“ სროლამდე)
მე არ ვარ ცუდი,
სიჩუმეს ვარღვევ –
მინდა, რომ შეძლო
ფრთხილად დაშვება
მოლოდინიდან.
ქეთი გზირიშვილი
Tuesday, July 29, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
ზევიდან ქვევით
თუ ჩამოვედი,
თუ დავეშვი რეალობიდან
შენს ოცნებაში,
თუკი გავშალე
ყველა თითი
და ჩამოცურდა
ჩემს თითებს შორის
ზევიდან ქვევით -
შენი შექმნილი
მითი,
რომელშიც შენ ცუდი არ ხარ...
ქვევით დამხვდები?
მე დავეშვი ჩემი მოლოდინიდან –
ოცნებიდან რეალობისკენ...
და თუ რეალობიდან ოცნებისაკენ –
ჩემი ქვევით ზევით გახდება...
ეს მიწაზე ჩაცურებულის ასაღებად დახრა იქნება. ჰო, ქვევით ვარ და რა სჯობს, აღარ ვიცი.
Post a Comment