Tuesday, July 29, 2008

დეპ...

ყველაფერი სულ ერთია.
სადღაც წავიკითხე დეპრესიის სიმპტომები. თითქმის ყველა მაქვს.
რა სჯობია :პ:

დეპო
დეპი
დეპარდიე
დეპარტამენტი
დეპორტაცია
დეპიგმენტაცია
დეპუტატი
და რა მინდოდა...
უაზროდ ვარ.
აი, უ აზ როდ.
კიდევ დაუცველობის საშინელი გრძნობა მაქვს.
კიდევ ძალიან ცუდი გუშინდელი დღე მქონდა.
კიდევ მგონია, რომ არავის ვუყვარვარ. ვისაც ვუყვარდი, წავიდა.
კიდევ მგონია, არც არავის ვეყვარები.
და ყველა მატყუებს.

არაფერი მაინტერესებს. საუკუნეა ფოტო არ გადამიღია. ბოლო დროს სხვების ფოტოების ნახვაც აღარ მინდა, ადრე ამას მაინც ვაკეთებდი. არც ის მაინტერესებს, ჩემს ნაწერზე რას იტყვიან. და საერთოდ, რას იტყვიან. მაინც არავის არ სჭირდება არც ისინი და არც მე.
არც მძინავს, არც ლაპარაკი მინდა. აი, სახლში მეორე დღეა ხმას არ ვიღებ.
კიდევ...

მოკლედ, ჩავეშვი...

მშვენიერია.

2 comments:

ketketa said...

ფიქრების ჭაში, ქეთ? თოკზე ქანაობ?:)
მეგონა, ჩემზე წერდი.
არა მართლა, არ გინახივარ იმ ჭაში? კუთხეში ვიჯექი ჩემთვის, სანამ არ გამომაგდებდნენ:)
და რა კაია რო გაგდებენ იცი? ისეთი ადგილიდან, სადაც არ გინდა ყოფნა, და იმ საშინელი შეგრძნებებისგან. აუცილებლად გამოგაგდებენ, აი ნახე:) მანამდე...

Keti said...

ისე გამაცინე:დ:
ჰო, თოკზე:) და ველოდები, როდის ჩამავლებს ვინმე ქეჩოში ხელს და ამომწევს :)
ისე,ცოტას მეც ვდილობ – ზევით ამოხედვას...

:*