Saturday, July 19, 2008

შუქი მოვიდა :)

იმ ხანად, მელიქიშვილზე საბურავების კოცონებს ანთებდნენ. ვერის მოსახლეობის საშუალო ეკვივალენტი ცეცხლის გარშემო როკავდა. არა, არ ცეკვავდნენ, არც თბებოდნენ, დრო გაჰყავდათ – ვიდრე ცივ ლოგინებში... მირცხულავას "უპადიეზდებდნენ" ნიკოლაძის ჩასახვევთან. უნდა მოეთხოვათ. მირცხულავა არ მოდიოდა და ბოლო საბურავის დაწვის მერე, ჭორებით და პოლიტიკით ავსებული ჯიბეების დაცლა შინ, სანთლის შუქზე, ჩაის ჭიქებით ხელში ხდებოდა.

ჰოდა, რად დავიწყე...

ერთი ფრანგი იყო. რბილად და ზრდილად მეტყველი მეორე არხზე ვიხილე.
მგონი.
აბა სხვაგან სად.
მაშინ.
ან, მოგვიანებით.
მოკლედ:
მინიბუსებს თბილისურ კოლორიტად აღიქვამდა. გიჟდებოდა პირდაპირ.. და ყიჟინა, ეზოდან ეზოში ექოდ რომ გადადიოდა და ხშირად "ეეეე" ან დედის ხსენება მოჰყვებოდა, აი, ეგ ყიჟინა კი არა და, სიტყვები, მისი სავიზიტო ბარათი იყო – თავზე ისე ჰქონდა ჩამოცმული, როგორც მაშინდელ, რუხსა და ზამთრის თბილისში მამრების უმეტესობას – შავი, ნაქსოვი თურქული ქუდი.
ახსოვს ვინმეს ის ფრანგი?
ყიჟინა აუცილებლად ეხსომებათ..

ახლა კი მარჯვენა ხელით მარჯვენა ყურს მივწვდები:
აი, ამ რე–რე–რეფრეშს საშველი რომ დაადგა და ფორუმი მესროლა, გამიხარდა.

შუქი მოვიდა :)

3 comments:

Anonymous said...

მახსოვს, მახსოვს!
მასვე ჰქონდა სიმღერა მარშუტკის მძღოლზე, რომელიც ასევე ძალიან, ძალიან მაგარი იყო :D

Keti said...

კი :)

Katiée said...

"შუქი მოვიდა"
როგორ არ მახსოვს
ფრაზაც და ჯგუფიც :D