Tuesday, April 7, 2009

ბიბლიოგრაფია


პირველი ქართველი ავტორი, რომელმაც წიგნი რუსულ ენაზე გამოსცა – ქრისტეფორე (ქაიხოსრო) გურამიშვილი (დავით გურამიშვილის ძმა) იყო, ეს წიგნი კი, პეტერბურგში დაბეჭდილი "Букварь" გახლავთ.
რატომ ვწერ ამაზე?
დღეს, უფრო სწორედ, გუშინ ვნახე – სასიგნალო ეგზემპლარი:
როგორც იქნა გამოვიდა – რუსულენოვანი წიგნადი გამოცემების ბიბლიოგრაფიის I ტომი (1737-1917). ყველაფერს, რაც საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ დაბეჭდილა (თუკი არსებობს ინფორმაცია), ამ ტომში იხილავთ. 12 ათასზე მეტი აღწერილობაა - 700 გვერდამდე მასალა. მცირე სამუშაო ჯგუფისგან იმდენი შრომაა ჩადებული! მოკლედ, ძალიან მომეწონა. ჰო, ყდის დიზაინიც :)
და.. რედკოლეგიის ერთ–ერთი წევრი მეც ვარ. ჩემთვის ეს პირველი წიგნია, რომელზეც ვიმუშავე და თაროზე არ დაიმტვერა.
თან, წიგნზე გულწრფელად ნათქვამი არაერთი დადებითი აზრი მოვისმინე. გამიხარდა:)

3 comments:

Sophie Golden said...

რა საინტერესოა!!! გაგონილი მქონდა ამ წიგნის შესახებ!
ყოჩაღ, ქეთი!

Keti said...

მართლა?
მე – მხოლოდ ერთ–ერთი, ავტორების შემდეგ :)

Katten försvann said...

რა ძალიან საინტერესო წიგნი ჩანს!!!

ყოჩაღ შენ!