ეს კადრი გუშინ გადავიღე, როცა სამსახურში გამოცხადებამდე
3 წუთი მრჩებოდა, წინ კი შარდიანი ქუჩის ჩარბენა მელოდა. ათიდან ცხრა ე. წ. საკანი ცარიელია და ეს აქცია ჩემში საფუარით გაღვივებული ცომის პატარა გუნდის ასოციაციას იწვევს (ფქვილის ხარისხზე აღარაფერს ვიტყვი; არც ზოგადად, საფუარით კვების "სიკეთეებზე").
ახლა თბილისში, სადმე თავის დროზე მისვლის ერთადერთი გარანტი მეტროა და მეტროს მერე – საკუთარი ფეხების მოქნილობა.
საკუთარი ფეხების და საერთოდ, სხეულის მოქნილობის გასაუმჯობესებლად (თანაც, ეს დღის ნეგატივის ჩამოფერთხვის შესანიშნავი საშუალებაა)...
ბოლო ერთი კვირაა, საღამოობით (როცა მშობლები ბავშვებს მოიკითხავენ და გარშემოც სიმშვიდეა), სახლის წინ მდებარე სტადიონზე დავრბივარ. მხოლოდ ერთი დღე გამიცდა – წვიმდა. იმედია, ამ საღამოს არ იწვიმებს.
...
ამბავი ორი დამოუკიდებელი აქციისა..
Saturday, April 25, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
9 აპრილის შემდეგ დღეს პირველად გავიარე თავისუფლებაზე და მეც ზუსტად ასეთი ფოტო გადავიღე :| კიდევ გულისრევის შეგრძნებამ შემიპყრო, ეს საკნები რომ დავინახე. ქეთი, საშინელება იყო და ვიგრძენი, როგორ უარყოფითად მოქმედებს მთელი ეს სიტუაცია არა მარტო ჩემს ფსიქიკაზე, საერთოდ ატმოსფეროზე :( როდის დამთავრდება! რა ადამიანი უნდა იყო, რომ შუა პროსპექტზე საკანი "გაშალო" და წამოწვე? ალბათ, ამას ვერასოდეს ამოვხსნი :|
ვშიშობ, მალე არ დამთავრდება :(
ახლა ვფიქრობდი, ჩემი (და საერთოდ, თაობის) ცხოვრების საუკეთესო წლები ამ, თითქმის უცვლელ ფონზე გადის..
Post a Comment