Tuesday, April 21, 2009

ჩამქრალი–სა

წავიყარე თავზე ნაცარი
ვითომ არაფერი, ვითომ არაფერი
ჩავქრი,
ჩავქრი,
ხომ ვთქვი..

და ძველ სიმღერას ვღიღინებ, ჩამქრალისას..
ჩემთვის ვღიღინებ,
სხვები "ბანს" ამბობენ,
მაგრამ მე - ჩემსას, ისე ძველს:

"ლა–ლა
...
ვიდრე უცებ არ გაგახსენდება,
რომ ჯიბეში გაქვს ახალი ნათურები,
ციმციმა ნათურები,
ფერადი..."


პს
თითქმის ყოველ დილით, ჩვენი თანამშრომელი შემოდის ოთახში და კითხულობს – სადმე ნათურა ხომ არ არის გამოსაცვლელი. ბედნიერია (ყველა) ჭაღი. უნათურობით ჩაქრობა არ ემუქრება(თ).

პპს
იციმციმეთ.

3 comments:

embrioni said...

mtavaria jibe ar iyos gaxeuli da natura ar dgeakrgos,mtavaria mozebno zala da gancyoba cimcimis..:))

Sophie Golden said...

ძალიან მომეწონა, ქეთი... ნათურებმა გამათბეს და აღმოვაჩინე, რომ სავსე ვარ ბრჭყვიალა ნათურებით :)

Keti said...

ლექსი "ჩამქრალი" შარშან დავწერე და ეს პოსტიც ჩამქრალისა იყო :)

embrioni,
მართალია :)

სოფი, შენ ბლოგზე ბრჭყვიალა ნათურებს ხშირად ვპოულობ :)