Friday, April 10, 2009

საღამო

ასე, "ვნათლავ":
კომბოსტოების და სტაფილოების "რევოლუცია"
უბრალოდ, სტაფილოების
არა, კომბოსტოში ნაპოვნი
ან, იქნებ ბოსტნის? თუ მებოსტნეთა..
"დავბირჟავდეთ!" – ლიდერი.
დავბირჟავდეთ–ლიდერის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ნაყოფი:
"მე არ შევიგინებ, მაგრამ დავიგინებ და თქვენ დააბოლოვეთ..."
გაბრაზებული ლიდერი:
"ისინი არიან გაბრაზებულები და მეც ძალიან გაბრაზებული ვარ"
ორთქლი, ორთქლი, ორთქლი.

და მე – არანაირი ლიდერი:
ამ საღამოს თავი მტკივა – ძალიან
ინდიფერენტული ვარ – ძალიან
არ მეღიმება, მხოლოდ ვუსმენ: ცალი ყურით – რეპლიკებს, მეორეთი – მას, ვისაც მთელი ეს თვე, მთელი ათი წელი..
ერთად გავიზარდეთ. აი, ასეთი რამ..
კი, ხდება ხოლმე – ათი წელი, ერთნაირად.

. . . как стая ромашек

6 comments:

Katten försvann said...

ვერ ვარ ინდიფერენტული. ვერ ვიქნები და არც მინდა ვიყო!

Keti said...

ინდიფერენტული – არა ქვეყნის მიმართ. ეს მხოლოდ ჩემზე..

Katten försvann said...

ვერც ჩემზე და ვერც ვერაფერზე.
საერთოდ ინდიფერენტულობა ძალიან მავნე რამაა. როგორია იცი რუხი ფერივითაა, არც შავი და არც თეთრი.მავნე შუალედია რომელიც არც ”გკურნავს და არც გვნებს”.

Keti said...

ჰო
და უფრო შავისკენ იხრება :(

Sophie Golden said...

იმას, რაც იქ ხდება, ინდიფერენტულობა ჯობია, ჩემი აზრით. როგორ შეიძლება, ერთხელ მაინც არ დაფიქრდე იმაზე, რაც გაკეთდა, რომ ღამით ქუჩაში გასვლის აღარ გეშინია, მობილურს რომ აღარავინ გაცლის, დენი და გაზი გაქვს 24 საათი. გადიხარ და დგები იმათ გვერდით, რომლებსაც მხოლოდ პრეზიდენტის გადაგდება უნდათ, იმაზე სიტყვაც არავის დასცდენია, რომ ხალხი ცხოვრობს ცუდად და ჩვენ მათ დავეხმარებითო. ყველანი ემოციებზე თამაშობენ. საშინელებაა!!!

Keti said...

ამ ათწლეულების მანძილზე (რასაც მოვესწარი) ასე ხდება: ხალხის ემოციას იყენებენ; ხალხის დიდ ნაწილს სანახაობა ხიბლავს – ხან პურზე მეტადაც სჭირდება. მითუმეტეს, პურს მოპოვება უნდა და სანახაობა კი, შედარებით ადვილად იქმნება..
იმედია, გვეშველება რამე.