Monday, June 8, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ამჯერად, დალის "ხომალდს" გამოვფენ.
ბოლო დროს, გამოფენის მორიგი ტილოს წარდგენაც ლაკონური გახდა: ეს და ეს. მხოლოდ, არჩევის პრინციპი არ შეცვლილა – ის, რაც მომწონს და რასთანაც განწყობა მიმიყვანს..

***
გამოვალ ხმელეთზე :)
ფრანც ვონ ლენბახის მწყემსი ბიჭი, მზემოჩრდილული..
ნაკლებად მიყვარს ასე – რეალისტური, მაგრამ ეს – ახლოს, როგორღაც..

8-14 ივნისი.

5 comments:

Sophie שרה Golden said...

რაღაცნაირ ტკივილს ვგრძნობ მხრებში, ამ სურათს რომ ვხედავ... უცნაურია :|

Anonymous said...

უკაცრავად, მას. ეს სურათი გადაღებულია თუ დახატული? რაღაც ძალიან ძალიან გამოვშტერდი და ვეღარ ვიგებ. შეიძლება იმიტომ, რომ სჰენს ბლოგზე ჰარმონიულად მოფართხალე თევზებმა ამიყოლიეს. ან, იქნებ, იმის გამო, რომ ღამის 4-ის 5 წუთია. ან იქნებ იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ფერი შენი ბლოგის ფერ ჰგავს.
ტფუ, ჯანდაბა.... მითხარი, როგორ დააყენე თევზები, რააა :(
რომელიმე მუსიკას შეგადარებ, როცა უკეთ გაგიცნობ ;)

Keti said...

დახატული..
ამ ჰარმონიულად მოფართხალე თევზებთან AB მოძებნე – სხვა თევზებამდე მიგიყვანს :)
საინტერესოა, რომელ მელოდიას :)

Anonymous said...

ეს მუსიკა შენთვის ავტვირთე. მგონი, ამას მაგონებს შენი ბლოგი :) ...იქნებ, შენც, მაგრამ ამას დანამდვილებით ვერ გეტყვი ;)

http://allshares.ge/download.php?id=553C85B931

Keti said...

ვუსმენ გაღიმებული და რაიმეს დაწერა კი მიჭირს.. ისე გამიხარდა :)
ასეთი მშვიდი და ლამაზი მელოდია..
"ქვებში დაიძინა ტალღამ" :)

ძალიან დიდი მადლობა!