გუშინ თითქოს მოფიქრებული მქონდა, რომელ მხატვარს გამოვფენდი, მაგრამ განწყობა იცვლება და შესაბამისად – არჩევანიც.
"Haere Pape" – მგონია, ახლა ყველაზე მეტად ეს ფერები და ხმა გამომხატავს..
პოლ გოგენს ვუთმობ კვირის კედელს, თბილს..
31 აგვისტო –
6 სექტემბერი.
Monday, August 31, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
ბავშვობაში გოგენის სურათების ალბომი ვიპოვე ბიძაჩემთან და იმის მერე სულ ვათვალიერებდი, ვათვალიერებდი და მინდოდა ასეთი ქალი ვყოფილიყავი :ლოლ: ასეთი ფერის ტანსაცმელი ჩამეცვა და მკერდი მალე გამზრდოდა :))) სასწაულია გოგენი.
მართლა თბილია. ასეთ კვირას გისურვებ, თბილს :)
ძალიან თბილი და მაძღარი ფერები აქვს. :*
* სოფი :)))
* ნათი, მადლობა, მეც ასევე :)
* ტომუშკა :*
გოგენის ბოლო წერილი, რომელიც მეგობარს მისწერა – სადაც ცოტაოდენ საარსებო თანხას სთხოვდა მეგობარს – მისი გარდაცვალების შემდეგ საკმაოდ დიდ თანხად გაიყიდა აუქციონზე. არადა იმ თანხის ნახევარიც კი გოგენს საარსებოდ ეყოფოდა, უფრო დიდხანს იცხოვრებდა და კიდევ უფრო საინტერესო და ფერად – ფერად სურათებს დახატავდა.
სამწუხაროდ, ძირითადად სიკვდილის მერე აფასებენ ხოლმე დიდ ადამიანებს :(
Post a Comment