Thursday, October 22, 2009

ინდექსი

ამ საღამოს ვწერდი, წიგნის ინდექსი ავიღე–მეთქი. თუ რა არის ინდექსი და ISBN–ის საერთაშორისო ნომერი, შევეცდები, მოკლედ მოვყვე. ნებისმიერ ოფიციალურ გამოცემას ახლავს ორივე. თუ გადაათვალიერებთ თქვენი ბიბლიოთეკის წიგნებს, მათში ამ ნომრებს აუცილებლად აღმოაჩენთ (რა თქმა უნდა, უძველესი ან არაოფიციალური გამოცემების გარდა). პროფესიიდან გამომდინარე ეს აღნიშვნები ჩემთვის უცხო არ არის. არ ვიცი, მკითხველისთვის რამდენად საინტერესო იქნება ამ თემაზე დაწერილი პოსტი, მაგრამ ეს ხომ წიგნის ბეჭდვის ონლაინ მიმდინარე პროცესია, ამიტომ ამ ეტაპს გვერდს ვერ ავუვლი; თანაც, თუ ვინმე წიგნის გამოცემას გადაწყვეტს, იგივე გზის გავლა მოუწევს.

UDK (უაკ) – უნივერსალურ ათწილად კლასიფიკაციას აღნიშნავს (Universal Decimal Classification). ეს არის მრავალენოვანი საძიებო სისტემა, რომელიც ცოდნის ყველა დარგს მოიცავს. მსაზღვრელები 0–დან 9–ის ჩათვლით ნაწილდება. გამოცემისთვის მინიჭებული ინდექსით შესაძლებელია დარგის ზუსტი განსაზღვრა. მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკები გამოცემებს სწორედ მისი საშუალებით ანიჭებენ კლასიფიკაციას, მათ შორის – ეროვნული ბიბლიოთეკაც (ვისაც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებით უსარგებლია, სისტემატური კატალოგიც ექნება გამოყენებული, მასში გამოცემები ამ მეთოდით არის დახარისხებული).

ჩემი კრებულის ინდექსია:
UDK (უაკ) 821.353.1-1
გ–468

821.353.1-1 აქ ყველა ციფრს თავისი დანიშნულება აქვს და კონკრეტულ დარგთან მივყავართ, ანუ ნაბიჯ–ნაბიჯ:

8 – ენათმეცნიერება. ლინგვისტიკა.
82 – ლიტერატურა. ლიტერატურათმცოდნეობა.
821 – მხატვრული ლიტერატურა ცალკეულ ენებზე.
821.35 – კავკასიური ლიტერატურა.
821.353.1 – ქართული ლიტერატურა.
821.353.1-1 – ქართული პოეზია. ლექსები, ოდები, პოემები, ბალადები და სხვა.

გ – გვარის ინიციალია, 468 – რიგითი ნომერი.

რაც შეეხება ISBN–ს: ინფორმაციის კოპირებამ რომ არ მომიწიოს, ბმულს დავდებ. ნომერს მე არ ავიღებ, გამომცემლობა მიანიჭებს (გამომცემლობა, რომელიც საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესოა და მასზე ვრცლად აუცილებლად დავწერ).
მომავალ ავტორებს მხოლოდ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა დასჭირდებათ, გამოცემისთვის ორივე ნომრის მინიჭება სწორედ აქ ხდება.

9 comments:

Sophie שרה Golden said...

სულ მაინტერესებდა ეს ინდექსი რას ნიშნავდა :) ყოჩაღ! წარმომიდგენია, რამდენს ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის, რასაც აკეთებ. წარმატებებს გისურვებ!

Keti said...

სოფი, დიდი მადლობა! :) კი, ყველა ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო შედეგთან მაახლოვებს...

Lalena said...

წარმატებები და წინ მოავლისკენ :)

საინტერესო იყო გულწრფელად.

Toma said...

gilocav ISBN–ის agebas :) eg ukve bevri rames nishnavs, kerdzod imas rom wigni ukve arsebobs :)

Cemtvis ISBN yvelaze magari ramea. :) roca rame wigns vedzeb bibliotekebis katlogshi an romelime saitidan yidva minda, wswored eg "ISBN–ის საერთაშორისო ნომერი" aadvilebs saqmes :)

warmatebebi aba :)

Keti said...

ლალენა, ტომუშკა,
დიდი მადლობა! :)

ტომუშკა, რა კარგად ახსენი ISBN–ის სიკეთეები, ასეა :)

nastasia said...

heyy,anu kide ufro cin xar...
mixaria shens gamo. . .
:)

rodistvis apireb dabechdvs?
(cnobismoyvare nastasia :) )

Keti said...

ნასტასია :*
ნოემბრის პირველ რიცხვებში გამომცემლობას გადავცემ და ერთ თვეში იქნება, ასე რომ, დეკემბერში...
ხვალ კი (ან რამდენიმე დღეში) სასიგნალო ეგზემპლარი მექნება :) ემოციური დღეები მელის :)
მადლობა!

Unknown said...

ქეთი ამ თემაზე ხომ არ დაგვიწერდი რამეს? http://khatia.blogspot.com/2009/10/blog-post_22.html

Keti said...

ხატია, დიდი მადლობა! :) წინა თემაზეც ჯერ ვერ დავწერე უდროობის გამო.
ძალიან პრობლემური საკითხია, კარგია, რომ წამოჭერი...