ისე მოულოდნელად სასიამოვნო დღე მქონდა, უფრო სწორედ – საღამო!
სტამბაში ჩემი უკვე დაბეჭდილი წიგნი ვნახე! მთელი ტირაჟი...
ემოციებით ვარ სავსე!
ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. აი, ხომ არის კადრები, რომლებიც არ გვავიწყდება? ასეთი კადრი იქნება ჩემთვის ერთად ნანახი ტირაჟი.
ხარისხი რომ კარგი იქნებოდა, ველოდი და ასეც არის. საოცარი ხალხია "მერიდიანის" თანამშრომლები, თბილი, ღიმილიანი და რაც მთავარია, თავის საქმის კარგი მცოდნეები. ამას მხოლოდ ჩემი წიგნის გამო არ ვამბობ, იქ სხვა წიგნებიც ვნახე...
მოკლედ, სტამბიდან სახეგაბადრული წამოვედი!..
...
დედამ კი ის მითხრა, რასაც ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე – რა იქნებოდა, მამას ენახა შენი წიგნი და შენ – ასე გახარებულიო. მამამ არ იცოდა, რომ ვწერდი...
რატომღაც მგონია, რომ ახლა იცის.
Saturday, November 14, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
14 comments:
იცისიცისიცისიცის :)
გილოცავ ქეთი :)
ჰო, ასე მჯერა.. :)
მადლობა, თამთა! :*
mec mgonia, rom icis :)))) da uxaria :))
ბაბისა :) :*
gilocav, Tbilo : )
იცის და ამაყობს კიდეც :)
წარმატეტბები :)
სალომე,
ლალენა,
გმადლობთ! :* :)
გილოცა ქეთი!
აი დადგა დღე როცა ნახე შენი ნაშრომი დასრულებულ, შეფუთული სახით!
წარმატებებს გისურვებ!
წარმომიდგენია, რა ბედნიერი ხარ!!!
მეც მჯერა, რომ იცის :)
იმედია, ოდესმე ვნახავ და ხელშიც დავიჭერ შენს წიგნს.
ტომუშკა, სოფი,
გმადლობთ! :)
სოფი, მეც იმედი მაქვს..
ქეთი :)
რა თქმა უნდა!
და
გილოცავ! :)
ცისი... :)
დიდი მადლობა! :)
ჰო, რა თქმა უნდა, იცის და დარწმუნებული ვარ, წვლილიც მიუძღვის მის გამოშვებაში. რა მხრივ? ეს შენ უკეთ გეცოდინება.
ჰო, ნათი..
Post a Comment