Wednesday, April 1, 2009

ურმული

აპრილი დადგა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ათვლა დაიწყო.
გუშინ, რომელიღაც საიტზე ამოვიკითხე: "წინ, დავით აღმაშენებლისკენ!" და გამეღიმა..
კომპასი გჭირდება, საზოგადოებავ :) და ზღვის შემჩნევა.

რატომ ხდება, რომ თვალები სულ უკან გვრჩება?!
რომ ჩვენ აი, ეს ეს ეს ეს გვყავდა.
რომ ჩვენ აი, ეს ეს ეს ეს გავაკეთეთ.
რომ "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!"
ის ადამიანები, რომლებიც გვყავდა, თავისი დროისთვის აკეთებდნენ მაქსიმუმს.
და რას აკეთებს თითოეული, "რაც კარგია" მოქალაქე უკეთესი ქვეყნის შესაქმნელად? თუმცა, პირველად ალბათ სხვა კითხვებს უნდა ვსვამდე: ვის რა მიაჩნია წინ გადადგმულ ნაბიჯად და სამშობლო ვისთვის სადამდეა გადაჭიმული – საკუთარ ზღურბლამდე, თუ უფრო შორს.
მხოლოდ (და ყოველთვის) ის მინდა, რომ ადამიანებს მოცემულობათა შეჯერება შეეძლოთ, ვიდრე დასკვნას გამოიტანენ.

...
ურემზე ვსხედვართ და მივჩაქჩაქებთ..
შიშველი ფეხისგულებით კენჭებზე ტყაპუნმა არ მოგვიწიოს.

5 comments:

Dv0rsky said...

მართალი ხარ, ქეთი, გეთანხმები!

Toma said...

იმდენად სამარცხვინო აწმყო გავაქვს წარსულზე ყურების გარდა არაფერი დაგვრჩენია.
თუმცა იმ წარსულში რა ხდებოდა ეგ კიდე საკითხავია, ვერ დავიჯერებ რომ ერი ბოლო ორ საუკუნეში შეიცვალა.
დავით აღმაშენებელს რა დაუჯდა ქვეყნის გაერთიანება ვიცი უკვე, რა სამწუხაროა რომ იგივე მეთოდებს დღეს ვერ მივმართავთ და ყველა ურჩს ციხეში არ მოვსვავთ!

Keti said...

გიგა, გმადლობ.


კატენ, მომავალი?!
აწმყო მხოლოდ ცუდისგან არასდროს შედგება.
და არ ვიცი, ურჩში რას გულისხმობ. მე როგორც მესმის ურჩი – დასჯის ამ მეთოდს ვერ მოვიწონებ.

Sophie שרה Golden said...

ქეთი, ძალიან საინტერესო საკითხზე დაიწყე საუბარი ამ პოსტით.
უცნაური ლოგიკაა: "წინ" დავით აღმაშენებლისკენ. როგორ შეიძლება შუა საუკუნეებს ვაღმერთებდეთ, რა თქმა უნდა, წარსული უნდა გვახსოვდეს და გვიყვარდეს, მაგრამ წარმოიდგინე, ინგლისი რომ თავის მეფეებს, ჰენრი მერვეს ან ოლივერ კრომველს მისტიროდეს, ახლა ჩვენზე უარეს დღეში იქნებოდა. წინ უნდა წავიდეთ, ოღონდ დავით აღმაშენებელი დავასვენოთ, სადაც არის, ჩვენ, ჯობია, სხვა ფასეულობებზე ვიფიქროთ.

Keti said...

სოფი, რა თქმა უნდა, ასეა.