სხვას ვეძებდი და უცებ ეს ნახატი შემომხვდა.
საოცრად კეთილია...
და ამ პატარას განცდები იმდენად ზუსტად არის გამოხატული! თვალებით, თითებით, დაძაბული მთელი სხეულით.. ალბათ ასე გამოვიყურებოდი, როცა მამამ პირველად (დაახლოებით ამ ასაკში) დამსვა საჭესთან "მარტო"..
ორშაბათის სენტიმენტები – ემილ რენუფის სითბოთი სავსე
"დამხმარე ხელი".
13-19 აპრილი.
Monday, April 13, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
5 comments:
ნახატი რომ დავინახე ეგრევე ერთი წიგნი გამახსენდა სახლეად ქვია ”კუნძული ზღვაში” შვედი მწერლის ანიკა თორის ნაწარმოებია.
მეორე მსოფლიო ომზეა და შვედების ნაშვილები ებრაელი ბავშვების ცხოვრებაზე. ხოდა მთავარ პერსონაჟს თავისი მამობილი ასწავლის ნავის მართვას :)რომ ვკითხულობდი, ზუსტად ეს სურათი დამიდგა თვალწინ, და გამიხარდა ახლა რომ ვნახე შენთან
უფ, რამდენი ვწერე :D
ორივეს თბილი, კარგი რამ გაგვახსენდა.. :)
რა კარგი ნახატია. თან როგორი სითბო აქვს კაცს/მამას თვალებში. ულამაზესი გრძნობებისაღმძვრელია - ტკბილზე ტკბილი.
ჰო , სოფი, იმ სითბოზე, რაც მისგან მოდის, უბრალოდ ვეღარ დავწერე. მხოლოდ შევცქერი..
damtba :)
Post a Comment