გუშინ 2009 წლის ლექსები ჩავწერე. რა თქმა უნდა, ჩემთვის, რადგან მგონია, ცუდად ვკითხულობ და ასეც არის.
პატარა ვიდეოთეკა მაქვს :)
კიდევ, "საკანს" "წასვლა" დაემატა. ეს ორი ბლოგის ახალი პოსტის გრაფაში გაჩნდა და ამ ნიშნით დავაწყვილე. ქაღალდის ნაგლეჯზე მიწერილის ეფექტი აქვთ – ოღონდ სადმე, ჩქარა..
ვიცი, არიან ავტორები, რომლებსაც მსგავსის მოსმენა ალბათ გააღიმებთ, რადგან ლექსებს რეფერატებივით წერენ, ჩაბარების სავარაუდო თარიღის განსაზღვრით :)
ჰო, გასაგებია, მხოლოდ იდეაზე დაშენება; ზოგიერთის შემთხვევაში – სხვის იდეაზეც..
აი, მე ყოველთვის გულით ვწერდი და ჭკუას ვატანდი :)
...
უკვე იშვიათად ვსტუმრობ რამდენიმე მისამართს. დღეს ნაცნობი შემხვდა, ერთი კარგი ადამიანი და... მძაფრად ვიგრძენი, როგორ გავუცხოვდი. მეძნელება აღწერა..
...
კიდევ, ორი ახალი (ანუ, საყვარელი :) ) ავტოპორტრეტი მაქვს. იქნებ, ოდესმე გამოვფინო. არ მიყვარს ინეტში..
Tuesday, April 28, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
8 comments:
წარმატებებს გისურვებ! დარწმუნებული ვარ, რომ გამოაქვეყნებ! ჰო წიგნად სულ სხვაა! :)
დიდი მადლობა, ხატია! მეც ასე მგონია :) ვნახოთ..
წარმატებას გისურვებ :) მთავარია ცოტა მონდომება და კი იცი რომ შესძლებ იმას რაც დაისახე მიზნად :)
პ.ს. "ლექსებს რეფერატებივით წერენ" მომეწონა! :D :D :D
კატ :D
დიდი მადლობა! :) ჰო, მონდომებაა საჭირო..
wignad sjobs, magram avtoris wakitxulic ar iqneba urigo
რა ვიცი. მგონია, რომ ვერ..
როგორც არ უნდა კითხულობდე, მაინც უფრო გულიდან იქნება წამოსული :) :love:
:წით:
:)
Post a Comment