Saturday, June 27, 2009

წიგნის ფესტივალი' 09

გახლდით, როგორც ყოველ წელს, ანუ მთელწლიან მოლოდინს + ორი დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ წიგნს ვერ ვიძენ, საშინლად ცხელა და უკვე მეორე წელია, ფესტივალის სახელწოდებაც არ მომწონს (პატარა ქვეყნის კომპლექსის გამოვლინება – შავი ზღვის ფესტივალად მონათვლა რომ არ მომეწონა, ამაზე ჯერ კიდევ შარშან დავწერე აქ), მაინც ყოველთვის საზეიმო განწყობით მივდივარ – დიდ ფართში გამოფენილი ახალი წიგნების ნახვა ძალიან მიყვარს.

მაშ ასე, დღეს: პირველი, რაც პავილიონში შესვლისას თვალში მომხვდა, სტენდების წინა წლებისგან განსხვავებული განლაგება იყო და, ჩემი აზრით, წარმატებულიც – ასე ფართი სრულად ათვისებული ჩანდა. თუ რითი იყო ათვისებული, სხვა საქმეა: ვფიქრობ, წელს გაცილებით ნაკლები გამომცემლობა იყო წარმოდგენილი. ფასები – არც თუ დიდად განსხვავდებოდა მაღაზიების ფასებისგან. საერთოდაც, ბოლო წლებში ასეა. წიგნის მაღალი საგამომცემლო ღირებულების ფონზე მაღაზიების პროცენტის ჩამოკლება დიდ განსხვავებას არ იძლევა. ასევე, ჩემი იქ ყოფნის რამდენიმე საათის მანძილზე, მგონი შედარებით ნაკლები პრეზენტაცია ჩატარდა. წინა წლებში გაცილებით მეტი ფუსფუსი მახსოვს, საათების მიხედვით გაწერილი. ჰო, კიდევ, რაც თვალსა და ცხვირს არ გამოეპარა – "დიოგენეს" წიგნებს დამწვრის სუნი ასდიოდა.. მაგალითად, კენ კიზის წიგნს გვერდებიც შეტრუსული ჰქონდა. ისე კი, მათგან ერთი სასურველი წიგნის შეძენა ვეღარ მოვახერხე.

რამდენიმე პროზაულ კრებულთან ერთად ჩემი "ყველაზე" შენაძენი "თბილისური სადარბაზოებია". ეს ხომ ჩემი საოცარი გატაცებაა – ძველი აივნებისა და სადარბაზოების გადაღება; ჰოდა, რომ დავინახე და გადავფურცლე, პირველი ის ვიფიქრე, უსაშველო ფასი არ ჰქონდეს–მეთქი, რადგან კარგი ხარისხის ფურცელზეა დაბეჭდილი. ისე, წიგნში ბევრი ლამაზი სადარბაზო არ არის შესული. რამდენიმე უნიკალური კადრი მეც მაქვს გადაღებული და თბილისში კიდევ არაერთია გადასაღები. გამოცემის ფორმატი ალბათ მეტი მასალის განთავსების საშუალებას არც იძლევა, ამიტომ ვფიქრობ, განსხვავებული ფორმატით და აკინძვით ინფორმაციულად გაცილებით მასშტაბური გამოცემის მომზადება შეიძლება. ასე თუ ისე, შენაძენით კმაყოფილი ვარ და ამ ზაფხულს ერთგვარ გზამკვლევადაც გამოვიყენებ თბილისური სადარბაზოების დალაშქრვისას.
აქვე, ერთ პრეზენტაციაზეც: "ვეფხისტყაოსნის" მე-100, მინიატურულ გამოცემას ვგულისხმობ. ადრე დავწერე მის შესახებ. დღეს პრეზენტაციასთან ერთად ფესტივალის ისტორიაში პირველი აუქციონიც ჩატარდა: ამ გამოცემის ერთი ცალი, რომელიც განსხვავდება დანარჩენი 600–ისგან – აქვს განსაკუთრებული ყდა და ჩასადები, გამოცემის მხატვრის, ქეთი მატაბელისვე ერთ ნამუშევართან ერთად 750 ლარად გამოიტანეს. რა თქმა უნდა, მყიდველი არ გამოჩნდა (მიუხედავად იმისა, რომ ეს ფასი ნამდვილად ღირდა), სამაგიეროდ ეს ყველაფერი საჩუქრად გადაეცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ჰო, კიდევ: შინ მოსულმა, "კურიერის" სიუჟეტში იმდენი შეუსაბამობა მოვისმინე, რომ მომინდა, ორი წუთით საინფორმაციო ბლოკის უფროსი (თუ რაც ჰქვია) ვყოფილიყავი.. ყველაფერთან ერთად ისიც თქვეს, რომ ეს "ვეფხისტყაოსანი" ეროვნულ მუზეუმს გადაეცა და ფესტივალი კი, დღეს დამთავრდა..
მოკლედ (თუმცა, მოკლედ არ გამომივიდა), ასეთი იყო ჩემი თვალით დანახული წიგნის მე-11 ფესტივალი, შავი ზღვისა. ვინ იცის, მომავალ წელს, იქნებ მის აკვატორიასაც გავცდეთ :)

13 comments:

nastasia said...

diogenes cels citeltmaini konsultantic vakldi stendtan simbolurad ,,sunamos'' dareklamebit...

Keti said...

:))

წელს "დიოგენე" ფრანკფურტის ბაზრობაზე გასაგზავნ საგზურს ათამაშებდა..

nastasia said...

xo,vici...egre sharshan tao-klarjetis sagzuri gavatamashet d agamarjvebulebma sabolood tavi saberznetshi amoyves,imito ro pen-maratoni ar gaimarta...imedia cels frankfurts araferi daemuqreba:))

Keti said...

იმედია :)
საკმაოდ აქტიურად ივსებოდა ლოტოტრონი, ზოგი რამდენიმე ბილეთსაც ყრიდა, ჰოდა, დღეს ვინმეს გაუხარდება :)

Sophie שרה Golden said...

ბლინ, წელს ვერ წავედი ამ ფესტივალზე, არადა წინა ორ წელს სულ მივდიოდი და წიგნებით დატვირთული ვბრუნდებოდი :( შარშან მგონი ივლისში იყო და წელსაც ასე ველოდებოდი :( სამწუხაროდ დრო ვერ ვიპოვე და ვერც იმდენი ფული, რომ წავსულიყავი :|

Kate said...

აუ წელს ვერ წავედი. შარშან ვიყავი და ძალიან ბევრი წიგნი შევიძინე. შარშან ნაყიდი წიგნები საერთოდ არ წამიკითხავს, არადა სულ ვაპირებ. ახლა უფრო მოვიცლი ამ ზაფხულს.

Khatia Caroline said...

sainteresoa. chanta shoridan samxedro ferebshi chans cotati. wignebis maRaziashi bodiali miyvars :)

Keti said...

* სოფი, გული ნუ დაგწყდება. წლის მანძილზეც შეიძლება იმ წიგნების დაახლოებით იგივე ფასად ნახვა..

* ქეთ, იმედია ამ ზაფხულს მოიცლი :)

* ხატია, შორიდან კი, რა ვიცი.. შესაკრავი თვლებით არის გაწყობილი და ლამაზია, მოკლედ :) მეც მიყვარს ეგ ბოდიალი :)

Toma said...

1. ეს მინიატურული ვეფხისტყაოსანი 750 ლარზე ბევრად მეტი ღირს, მაგრამ ასეთ წიგნებს კერძო კოლექციონერები აგროვებენ ასე მგონია, და ასეთენი კი ცოტა იქნება ჩვენთან, ან ვინც იქნება უფულო :(

2. მხოლოდ ქათულ წიგნებს ყიდიან ფესტივალზე თუ სხვა ენებზეც?

Keti said...

ტომუშკა, კერძო კოლექციონერმა დანანებით აღნიშნა, რომ ვერ შეიძენდა.. თუმცა, წიგნი მაინც საიმედო ხელში გადავიდა :)

ფესტივალზე უცხოური წიგნებიც არის – რუსულიც და სხვაც. მაგალითად, წელს გამომცემლობა Taschen-ს ჰქონდა სტენდი.. ძირითადად, მაინც ქართული.

nati kuda said...

ლოდინში გადამავიწყდა და ვერ წავედი :(

s.p. said...

ჟურნალისტები საშინელებებს ამბობენ ყოველთვის.

ანუ მე დავუმუღამე. ერთიორჯერ რაღაც სიუჟეტებში გავიელვე, ერთხელაც შატილში ვიყავი ჯურნალისტების გუნდთან ერთად და მაქედან გამომდინარე მცირე გამოცდილება მაქვს...

ანუ საერთოდ არ აინტერესებთ სიუჟეტის შინაარსი. მათთვის ნებისმიერი ამბავი იზომება წუთით წამით და რაღაც უცნაური სტანდარტებით...

შესაბამისად სწორად გადმოსცემს თუ არა საქმის არსს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იმედმა არ დაასწროს, ან პირველმა არხმა, ან უკეთესი კადრით არ გაუშვას ან უკეთესი ტიპების კომენტარებით....

დანარჩენი კიდიათ

Keti said...

არადა, მგონია, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, თუ რას "ფუთავენ"..