Sunday, July 6, 2008

საბა 2007

გული დამწყდა, რომ პოეზიის ნომინაციაში რეზო გეთიაშვილის "ARTყვავილებმა" (გამომცემლობა "მერიდიანი" – ცალკე აღნიშვნის ღირსია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხი) არ გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ პოეტად ვთვლი მაია სარიშვილს.
მაგრამ, როგორც ზაზა შათირიშვილი ამბობს (და რომ არც ამბობდეს), რეზო დიდი პოეტია. დიდი პოეტები კი ყოველ 5 წელიწადში არ იბადებიან..
გამარჯვებულებზე დადებითი თუ არც ისე დადებითი აზრი მაქვს და კიდევ, "ბატონი" ჟიური..
ო–ლა–ლა..

საერთოდ კი, ჩემი აზრი საქართველოში ჩატარებულ და ზოგადად, კონკურსებზე, ყოველთვის უარყოფითია. ჩვენში განსაკუთრებით, რადგან ტენდენციურობის, ახლობლობისა და ასეთების მიღმა ვერ ვდგებით. ეს ზოგადი შედეგების გამო. ისე კი, თუ ვინმე რაიმე სახით (მეცენატობას ვგულისხმობ) დაეხმარება ლიტერატურის განვითარებას, ცუდი არ იქნება.

11 comments:

Mimos said...

ქეთი, ეს ”საბა”-ს პრემია ძალიან მძიმე შემთხვევაა უკვე და - არ მიაქციო ყურადღება... :)))

მე ჩემი ორი წიგნი მოვხსენი მაქედან წინა წელს... ;)

Keti said...

ალბათ, როგორც კონკურსების უმეტესობა:)

მე თვალყურს მხოლოდ მკითხველის ინტერესით ვადევნებ ხოლმე :)

Mimos said...

ქეთი, რა მაგის პასუხია და, - ”არმურის საფიხვნოზე” ხომ არ გინდა მოსვლა?

აბა, ჯერ დაათვალიერე - http://armuri.4forum.biz/forum.htm

და თუ მოგეწონა, აი, აქედან რეგისტრაცია - http://armuri.4forum.biz/-f7/--t129.htm

ლექსების დასადებად პირადი გვერდი თუ მოგინდა, შენც გაგიხსნი ”პოეტების ვეყენაში” - http://armuri.4forum.biz/-f4/

Mimos said...

http://armuri.4forum.biz/-f4/-t293.htm#3610

ეს ვისი გვერდი გაიხსნა? ;)

Keti said...

ბატონო მიხო, ვათვალიერებ და საინტერესოა "არმურის საფიხვნო" :)
მკითხველად მიგულეთ.
ამ ეტაპზე არცერთ ლიტერატურულ საიტზე არ ვარ გაწევრიანებული, აღარც ლექსებს ვაქვეყნებ, მხოლოდ ბლოგს ვაწარმოებ და მომავალში კი ვნახოთ.
დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის!

Keti said...

ბატონო მიხო, გაგიხსნიათ ჩემი გვერდი..
დიდი მადლობა!

Mimos said...
This comment has been removed by the author.
Keti said...

გმადლობთ:)
მაგრამ ჰექსეზე მე როგორ უნდა გითხრათ?

Mimos said...

ესე იგი, ავურიე... :)))

რამე ნიკი ხომ არ გაქვთ ინტერნეტში?

Keti said...

არა, ჰექსე სხვაა. მე მხოლოდ ჩემი სახელით ვიყავი ყოველთვის.

Anonymous said...

ახლა მოხარული ვარ, რომ შევამჩნიე ამ საიტიდან , სწორედ შესაფერისი ინფორმაცია, რაც უნდოდა !